• რეკლამა
  • კონტაქტი
01:18, ორშაბათი, 12 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კელიებში შეტყუებული ბავშვები – დადგენილია ყველა აგენტი, რომლიც მღვდლებსა და მონაზვნებს უკანონოდ უსმენდა

ალია ავტორი - ალია
11:32 09-19-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
90

“შაბათის ეთერის” გამომძიებელმა ჟურნალისტმა, მარიამ გაფრინდაშვილმა სუს-იდან გამოჟონილი ინფორმაციიდან უმძიმესი ფაილები შეისწავლა.

საიდუმლო დოკუმენტებში აღმოჩნდა ფარული ჩანაწერები, რითაც დგინდება, რომ კელიებში ბავშვებს იტყუებდნენ და მათთან სექსუალურ კავშირს ამყარებდნენ. 

“ტვ პირველის” გამომძიებელმა ჟურნალსიტმა სუს-ის აგენტები გაშიფრა და დაადგინა, რომ – ყველა მათგანი მოსმენების ფაილების გაჟონვის შემდეგ გაიხიზნა.

გაშიფრულია სქემა – “შაბათის ეთერის” ხელშია იმ აგენტების სია, რომლებიც მღვდლებსა და მონაზვნებს იწერდა და უთვალთვალებდა. ადამიანები, რომლებიც მაღალ იერარქებზე კომპრომატებს აგროვებდნენ.

36 წლის თემურ არეშიძე მღვდლების, მონაზვნების, ეპისკოპოსებისა და პატრიარქის მოსმენების სამსახურის ერთ-ერთი  ხელმძღანელია, სწორედ მისი მონაწილეობით შეიქმნა 58 ათასი ფაილი, რომლის დიდი ნაწილიც სასულიერო პირების პირად ცხოვრებას ასახავს. ირკვევა რომ არეშიძის სამსახური მღვდლებსა და მონაზვნებს არა მხოლოდ უსმენს, არამედ უთვალთვალებს და გასცემს ბრძანებას, რომელი მღვდლის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები უნდა გადაიღონ. 

სუს-ის გაშიფრული აგენტი, არეშიძე ფაილების გასაჯაროვების შემდეგ მეზობლებს აღარ უნახავთ, ერთ-ერთი ვერსიით, მან საცხოვრებელი სახლი ოჯახთან ერთად დატოვა და გაიხიზნა.

დადგენილია, სპეცსამსახურის კიდევ ერთი თანამშრომლის ვინაობა,  ვისი ბრძანებითაც უსმენდნენ მაღალი რანგის სასულიერო პირებს.  გია ჩიხლაძის მიერ შედგენილი სია ეპისკოპოსებით იწყება, შემდეგ მოდის საქართველოს კათალიკოს პატრიარქის თანაშემწე, მამა დავით ჭინჭარუალი, პატრიარქს ტელეფონი არ აქვს, სწორედ ამიტომ ის მამა დავითის ტელეფონი ისმინებოდა. 

კიდევ ერთი ადამიანი, ვინც მთელი ამ უკანონობის სათავეშია, სუს-ის მაღალჩინოსანი, ნიკოლოზ კალაძეა. მიმოწერით დგინდება, რომ  ფარული თვალთვალის ბრძანების ერთ-ერთ გამცემი სწორედ კალაძე იყო. 

სუს-ის აგენტების ძირითად ინტერესს, სასულიერო პირების სექსუალური და პირადი ცხოვრება წარმოდგენდა. განსაკუთრებულ კონტროლზე სპეცდანაყოფს  განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის სასულიერო პირები და მათი მეგობრები ჰყვდათ აყვანილი, დასდევენ კარდაკარ და ფარულად იღებენ მათ ურთიერთობას. 

“შაბათის ეთერისთვის” ცნობილია, სუს-ის ყველა იმ საიდუმლო აგენტის ვინაობა, ვინც სასულიერო პირებზე კომპრომატების მთელი არქივი შექმნა. ერთ-ერთი ნიკოლოზ მჭედლიშვილია.  საიდუმლო ფაილებში მისი ასობით წერილი დევს, სადაც მღვდლების მოსმენაზე ჩართვას ითხოვს.

მღვდლებზე თვალთვალის საიდუმლო სამსახურის კიდევ ერთი თანამშრომლი წლების განმავლოაბში იყო 36 წლის შორენა შელია. “ტვ პირველის” ინფორმაციით სპეცსამსახურების აგენტმა შორენა შელიამ სუს-ი ერთი წლის წინ დატოვა და ირაკლი ღარიბაშვილის გამინისტრების შემდეგ, სამუშაოდ თავდაცის სამინისტროში გადაიყვანეს. 

კამერებთან არ ჩნდება კიდევ ერთი აგენტი ქალი -ხათუნა ჭინჭარაული, ის ასობით სასულიერო პირს უსმენდა და მათ წინააღმდეგ კომპრომატებს აგროვებდა.

წყარო: ტვ პირველი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved