• რეკლამა
  • კონტაქტი
18:37, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, კაცს, რომელმაც უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა, დათო არ მოკლავს, რადგან არსებობს გარემოებები, როცა ეს არ უნდა გააკეთო” – ვახო სანაია

ალია ავტორი - ალია
03:45 02-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,174

ჟურნალისტი ვახო სანაია:

,,როცა ადამიანი ავადაა, მის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, მას არ დავცინი, არ ვწერ სარკასტულ სტატუსებს, არ ვაქილიკებ, არ ვაყენებ შეურაცხყოფას.

ეს ჩემი პირადი პრინციპია (არა მგონია, რომ მხოლოდ ჩემი. ბევრია ასე)

რაც არ უნდა მმტრობდეს; რაც არ უნდა ცუდი ჰქონდეს ჩემზე ნათქვამი; რაც არ უნდა შეურაცხყოფა მოეყენებინოს ოდესმე.

ეს არ ნიშნავს, რომ მტერი მიყვარს – ამდენად მაგარიც არა ვარ; ეს არ ნიშნავს, რომ მის ნაბიჯებს კრიტიკულად არ შევაფასებ.

ახლა ეს ამბავი გადმოვიტანოთ სააკაშვილის შემთხვევაში.

ყველამ იცის, რომ ოთხ კედელში გამომწყვდეულ პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ამას ვერავინ უარყოფს, ვერც ის კლინიკა, სადაც სასჯელს იხდის და ვერავინ. პირდაპირ თქვა ვივამედის კლინიკურმა დირექტორმა, რომ თუ ასე გაგრძელდა, მოკვდება.

ყურადღებით ვადევნებ თვალს სოციალურ ქსელში ნიუსების ქვემოთ კომენტარებსა და ლაიქებს. ტროლები და ბოტები, დაქირავებული მეკომენტარეები გვერდით გადავდოთ. რეალური ხალხიც გამოხატავს პოზიციას.

გასაგებია – არიან ადამიანები, რომელთაც არ უყვართ სააკაშვილი, უარყოფითად აფასებენ მის პრეზიდენტობას, სძულთ კიდეც, მაგრამ ხომ შეიძლება, ავადმყოფ პატიმარზე კრიტიკა ისე დაწერო, სახე არ დაკარგო. ეს კომენტარები ხომ შენზე მეტყველებს, როგორი ადამიანი ხარ.

კლინიკის ხელმძღვანელი ამბობს, რომ შეიძლება, მოკვდეს. ხომ ეჭვგარეშეა, რომ მდგომარეობა მძიმეა და ამ დროს შენ აჰაჰავებ, იცინი კომენტარებში.

ნეტა რას ფიქრობენ ეს ადამიანები, ღირსებას ჰმატებს ეს საქციელი ?

PS

ზუსტი პარალელი არაა და არცაა მიზანი ზუსტი პარალელი, მაგრამ მაინც მოვიყვან ერთ მაგალითს. ,,უძინართა მზეში”, რომელიც ძალიან პოპულარული ფილმია, არის ასეთი მომენტი – კაცს, რომელმაც უდიდესი შეურაცხყოფა მიაყენა, დათო (მთავარი გმირია) არ მოკლავს, რადგან არსებობს გარემოებები, როცა ეს არ უნდა გააკეთო.

კომენტარიც სხვა არაფერია, თუ არა გასროლა, რა იარაღიც იმ წუთას გიჭირავს – ლაიქით თუ ტექსტით. გარემოებასა და კონტექსტს ყოველთვის აქვს მნიშვნელობა.”

თეგები: ვახო სანაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved