• რეკლამა
  • კონტაქტი
22:46, შაბათი, 28 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კაცმა მე-5 სართულიდან გადავარდნილი 3 წლის ბავშვი დაიჭირა და გადაარჩინა

ალია ავტორი - ალია
11:00 08-29-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
3,178

იტალიელმა კაცმა მე-5 სართულიდან გადმოვარდნილი 3 წლის ბავშვი დაიჭირა და გადაარჩინა. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

37 წლის ტურინელ მატია აგუზის მთელი ქვეყანა გმირს მას შემდეგ უწოდებს, რაც 3 წლის ბავშვი სასწაულებრივად გადაარჩინა. მატია შაბათ დილით შეყვარებულთან ერთად პურის მაღაზიიდან შინ ბრუნდებოდა, როცა ყვირილი გაიგონა. მატიამ ზემოთ აიხედა და მე-5 სართულის აივანზე ბავშვი დაინახა, რომელიც ვარდებოდა.

„კაცის ყვირილი გავიგონე, რომელმაც აივანზე პატარა გოგო დაინახა. პატარა გოგო ქუჩისკენ სულ უფრო და უფრო იხრებოდა, ფეხები ჰაერში ჰქონდა და თავს მხოლოდ ხელებით იჭერდა. თავიდან მეც ყვირილი დავიწყე და ბავშვს მივუთითებდი, რომ უკან დაბრუნებულიყო, თუმცა მას ჩვენი არ ესმოდა. როცა მივხვდი, რომ ვარდებოდა, დავდექი, თვალები დავხუჭე და იმედი მქონდა, რომ ყველაფერი კარგად დასრულდებოდა. დარტყმის სიძლიერე შევამცირე და ორივე მიწაზე დავეცით”, – განაცხადა მატიამ.

37 წლის გმირის თქმით, თავიდან ბავშვს სიცოცხლის არაფერი ეტყობოდა, შემდეგ კი ატირდა და თავადაც შვებით ამოისუნთქა. ახლა ბავშვი თავს კარგად გრძნობს, მატია კი პატარას გადარჩენის პროცესში დაშავდა და ამ ეტაპზე საავადმყოფოში რჩება.

ტურინის მერმა მატიას გმირი უწოდა და განაცხადა, რომ როგორც საპატიო მოქალაქე, ის მალე დაჯილდოვდება. მატიას თქმით კი, გმირის წოდებას არ იმსახურებს, რადგან ეს ყველაფერი ბუნებრივად მოხდა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი – კულტურისა და ხელოვნების მნიშვნელოვანი მხარდამჭერი

17:28 02-27-2026
საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება
ახალი ამბები

საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის მესამე ეტაპი ბაკურიანში სილქნეტის მხარდაჭერით გაიმართება

14:43 02-27-2026
სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!
ახალი ამბები

სილქფესტი მრავალფეროვან პაკეტებს და ულიმიტო პირობებს გთავაზობთ!

13:20 02-27-2026
რა არის SEO ოპტიმიზაცია?
ახალი ამბები

რა არის SEO ოპტიმიზაცია?

16:02 02-26-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved