• რეკლამა
  • კონტაქტი
17:28, სამშაბათი, 24 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კაცმა ეტლით მოსარგებლე დედა, სავარაუდოდ, ძილში მოკლა – ტრაგედია თბილისში

ალია ავტორი - ალია
15:30 03-24-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
76

თბილისში მომხდარი სასტიკი მკვლელობის შესახებ “პირველებმა” ახალი დეტალების გარკვევა შეძლო. როგორც მკვლელობაში ბრალდებული 55 წლის დავით რატიანის მეზობლები ჰყვებიან, მას შემდეგ რაც შუახნის მამაკაცმა მძინარე დედას დანა ჩაარტყა, ძმას კი ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, 112-ში თავად დარეკა და სასწრაფო დახმარება ითხოვა. ერთ-ერთი ვერსიით, ამჟამად დაკავებულმა ოპერატორს უთხრა, რომ ხელი დაიზიანა.

მეზობლები ამბობენ, რომ მოკლული, ხანდაზმული ქალი ეტლით მოსარგებლე იყო და გარეთ თითქმის არ უნახავთ. რაც შეეხება მკვლელობის დღეს განვითარებულ მოვლენებს, ადგილობრივების თქმით, ხმაური არ გაუგიათ.

ადგილობრივების განცხადებით, ქალი შვილმა სავარაუდოდ მაშინ მოკლა, როცა მოხუცს ეძინა:

„ხმაური არ გამიგია. დილას გავიგე. სასწრაფო რომ მოვიდა, ვიფიქრე, რომ ბიჭების დედას გამოუძახეს, რადგან ავად იყო. ქალი გარეთ საერთოდ ვერ გამოჰყავდა, მოხუცი იყო. კონფლიქტის შესახებ არაფერი გამიგია.

ახლაც შოკში ვარ,  არც ხმაური გამიგია და არც რაიმე სახის დაპირისპირების შესახებ ვიცი. პოლიციელები რომ დავინახეთ, მაშინ გავიგეთ, რომ დავითმა დედა და ძმა მოკლა. დედა მწოლიარე იყო, წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა. მეზობლები ამბობენ, რომ დედას ეძინა და სწორედ ამ დროს ჩაარტყა დანა. დავითი ადგილზე დააკავეს, ამბობენ, რომ თავად გამოძახა პოლიცია”- აცხადებენ “პირველებთან” დაკავებულის მეზობლები.

პროკურატურამ თბილისში მომხდარი დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრების განზრახ მკვლელობის ფაქტზე დაკავებულს ბრალდება  უკვე წარუდგინა. ირკვევა რომ 55 წლის კაცი 20 მარტს პოლიციის განყოფილებაში დააკავეს.

„დაკავებულს ძალიან უჭირს ფაქტობრივ გარემოებებზე საუბარი, ძნელად აღიქვამს მოვლენებს. გარცნო ბრალდების შესახებ დადგენილებას, თუმცა პოზიცია არ დაუფიქსირებია ბრალთან მიმართებაში. უკვე შეეფარდა აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა. რაც შეეხება დაკავებას, მისი დაკავება პოლიციის სამმართველოში მოხდა. პოლიციას როგორც ასეთი, თავად არ ჩაბარებია. 112-ზე დარეკა, მას ხელი აქვს დაზიანებული, შესაბამისად, როცა მივიდა სასწრაფო, შემდეგ გამოცხადდა პოლიცია და პოლიციის სამმართველოში დააკავეს. მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა”- აცხადებს “პირველებთან” ადვოკატი ირაკლი ბენია.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტებით (ორი პირის განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალის საერთაშორისო კონფერენციაში მსოფლიოს წამყვანმა ბანკებმა მიიღეს მონაწილეობა

16:43 03-24-2026
თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო
ახალი ამბები

თიბისი კამპუსში – ტექნოლოგიებისა და Data კურსებზე – მიღება დაიწყო

13:29 03-24-2026
თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მსხვილი ბიზნესისთვის სესხის ოპტიმალურ სავალუტო სტრატეგიაზე რეკომენდაციები გამოაქვეყნა

12:22 03-24-2026
რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია
ახალი ამბები

რა სიმპტომები მიგვანიშნებს გულის პრობლემას და როგორ უნდა მოვიქცეთ ამ დროს? – თამარ ჯანაშია

16:45 03-23-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved