მწერალი, გიორგი კეკელიძე, აქვეყნებს ნაწყვეტს წიგნიდან ანწუხელიძე ომის ნამსხვრევები
ერთი ჩვენებური კაცი ხეზე მიაბეს და ცოცხლად დაწვეს მეზობელ სოფელში, თიღვაში. ცოლს აყურებინეს და მერე ფერფლი მოახვეტინეს.
იგივე დღეს, დედაჩემი და მამაჩემი დახოცეს საკუთარ სახლში. 1991 წლის 11 სექტემბერი იდგა.
მესამე ღამით შეიპარნენ ჩემი ძმა და ბიძაშვილი. მალულად დაკრძალეს.
გერონტი მესხი ვარ. პოეტი. ზნაურის რაიონი. სოფელი ახალშენი.
მე და ოსი ბავშვები ერთად ვთამაშობდით ფეხბურთს. ერთად ვიზრდებოდით. ერთმანეთი გვიყვარდა.
წიგნისთვის #ანწუხელიძე ომის ნამსხვრევები











კომენტარები