თერჯოლაში, მაღაზიათა ქსელ “მაგნიტში” ყოფილმა ქმარმა ცოლი დაწვა.
ექიმის თქმით, მძიმეა კაცის მდგომარეობა, რომელმაც გუშინ, თერჯოლაში, ერთ-ერთ მაღაზიაში ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და მოკლა. შემთხვევის შედეგად კაცი თავადაც დაშავდა და რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მას სხეულის 70 პროცენტი აქვს დაზიანებული.
“პაციენტი შემოიყვანეს უმძიმეს შოკურ მდგომარეობაში. იყო სხეულის 60-70%-იანი დამწვრობა, მე-3 -მე-4 ხარისხის. პაციენტი სედაციის ქვეშ დაინტუბირდა, კონსულტირებულია ქირურგისა და რეანიმატოლოგის მიერ და აყვანილია რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”- ამბობს ექიმი.
კომენტარები