• რეკლამა
  • კონტაქტი
18:01, შაბათი, 16 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კათოლიკე ლიდერები ფრანგ ეპისკოპოსებს პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის სცენის დაგმობაში უერთდებიან

ალია ავტორი - ალია
11:03 07-28-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
288

კათოლიკური საინფორმაციო სააგენტო (CNA) ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის შესახებ სტატიას აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია, რომ კათოლიკე ლიდერები პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიაზე საიდუმლო სერობის სცენის დაგმობაში, ფრანგ ეპისკოპოსებს უერთდებიან.

ეპისკოპოსები და გამოჩენილი წინამძღოლები მთელი მსოფლიოდან შეუერთდნენ საფრანგეთის ეპისკოპოსთა კონფერენციის და აშშ-ს ეპისკოპოსების 26 ივლისს გამართული პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიალის კრიტიკას საიდუმლო სერობის გამოსახვისთვის და მას ქრისტიანობის ღრმად სამარცხვინო დაცინვა უწოდეს. შაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში, ფრანგმა ეპისკოპოსებმა ღრმა სინანული გამოხატეს ქრისტიანობის დაცინვის სცენების გამო.

„მადლობას ვუხდით სხვა რელიგიური კონფესიების წევრებს, რომლებმაც სოლიდარობა გამოხატეს“, – ნათქვამია 27 ივლისის განცხადებაში. „ჩვენ ვფიქრობთ ყველა ქრისტიანზე ყველა კონტინენტზე, რომლებიც გარკვეული სცენების აღშფოთებამ და პროვოკაციამ დააზარალა“. ეპისკოპოსებმა ასევე დაამატეს: „ვიმედოვნებთ, მათ ესმით, რომ ოლიმპიური დღესასწაული ზოგიერთი ხელოვანის იდეოლოგიურ პრეფერენციებს სცილდება“. სტატიაში მოყვანილია ეპისკოპოსების გამოხმაურებები პარიზის ოლიმპიადაზე. მალტის არქიეპისკოპოსმა ჩარლზ სციკლუნამ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მან მესიჯი გაუგზავნა საფრანგეთის ელჩს მალტაში, სადაც იმედგაცრუება გამოხატა ქრისტიანების შეურაცხყოფის გამო, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიის დროს, როდესაც დრაგ არტისტების ჯგუფმა საიდუმლო სერობის პაროდია გააკეთა.

აშშ-ს საეპისკოპოსო კომიტეტის თავმჯდომარემ, ეპისკოპოსმა ენდრიუ კოზენსმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც კათოლიკეებს მოუწოდებს, პარიზის ინციდენტს ლოცვითა და მარხვით უპასუხონ. ერთ-ერთი ეპისკოპოსი, კოზენსი წერს, რომ „იესომ ხელახლა განიცადა თავისი ვნება პარასკევს ღამით პარიზში, როდესაც მისი საიდუმლო სერობა საჯარო ცილისწამება გახდა“. სანტიაგო დე ჩილეს არქიეპისკოპოსმა ფერნანდო ჩომალიმ იმედგაცრუება გამოხატა. გერმანელმა ეპისკოპოსმა შტეფან ოსტერმა კი პარიზის ცნობილ სცენას „ქვიარის უკანასკნელი ვახშამი“ უწოდა. ფრეი ნელსონ მედინამ, ცნობილმა კოლუმბიელმა დომინიკელმა მღვდელმა სოციალური მედიის საშუალებით განაცხადა, რომ ოლიმპიური თამაშებიდან არცერთ სცენას არ უყურებს. მელბურნის არქიეპისკოპოსმა პიტერ კომენსოლიმ, [ავსტრალიიდან], სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა „საიდუმლო სერობის“ ფოტო და დაწერა: „მე ორიგინალი მირჩევნია“. ხავიერ ტებას მედრანომ, ლა ლიგის, ესპანეთის უმაღლესი პროფესიონალური ფეხბურთის დივიზიონის პრეზიდენტმა, მკაცრად დაგმო პარიზული დრაგ ქუინის სცენები სოციალურ მედიაში. მედრანომ გამოაქვეყნა წარმოდგენიდან ფოტო შემდეგი წარწერით:- „მიუღებელი, უპატივცემულო, სამარცხვინო! პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე საიდუმლო სერობის გამოსახულების გამოყენება შეურაცხყოფაა მათთვის, ვინც ქრისტიანია. სად არის რელიგიური მრწამსის პატივისცემა?”

ასევე, ფრანგი ევროპარლამენტარი მარიონ მარეშალი პარიზის ოლიმპიადის გახსნაზე “დრაგ ქვინების” მიერ საიდუმლო სერობის პაროდიას აკრიტიკებს. ის სოციალურ ქსელ X-ზე სტატუსს აქვეყნებს და ქრისტიანებს მიმართავს, რომლებმაც თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს. „მსოფლიოს მასშტაბით ყველა ქრისტიანს, ვინც ახლა პარიზის ოლიმპიადის ცერემონიას უყურებს და “დრაგ ქვინების” მიერ “საიდუმლო სერობის” პაროდიის გამო თავს შეურაცხყოფილად გრძნობს, იცოდეთ, რომ საფრანგეთი კი არ საუბრობს ინაუგურაციაზე, არამედ მემარცხენე უმცირესობა გესაუბრებათ, რომელიც ნებისმიერი პროვოკაციისთვის მზად არის“.-წერს ევროპარლამენტარი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე
ახალი ამბები

“როგორ ეხმარება საქართველო კრემლს ნავთობის სანქციების გვერდის ავლაში” – ნიდერლანდური მედიის სკანდალური სტატია ყულევზე

13:35 05-07-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026

ბიზნესი

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა
ახალი ამბები

PSP-ს მარკეტინგის დირექტორი – ანო გოგიჩაძე The One Show-ს მიერ წლის მარკეტერად დასახელდა

13:17 05-16-2026
„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
ახალი ამბები

„მაკრო მიმოხილვა: საქართველო და მსოფლიო“ – თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს

17:39 05-15-2026
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ახალი ამბები

შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის – ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს

15:12 05-15-2026
ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საპროცენტო განაკვეთების გამჭვირვალობის ახალ სტანდარტს ამკვიდრებს

13:25 05-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved