• რეკლამა
  • კონტაქტი
06:01, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კატასტროფის შემდეგ ტიტანის ნარჩენები ოკეანის ფსკერიდან ამოიტანეს

ალია ავტორი - ალია
14:17 07-02-2023
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
237

კატასტროფის შემდეგ ტიტანის ნარჩენები ოკეანის ფსკერიდან ამოიტანეს. ნაშთები კანადაში, სენტ-ჯონში, გემ Horizon Arctic-დან ჩამოტვირთეს. აღსანიშნავია, რომ მათი მოპოვება გამოძიების მსვლელობას დააჩქარებს და ექსპერტებს ფაქტებზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანის შესაძლებლობას მისცემს. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

წყალქვეშა ნავის ნარჩენები 3 800 მეტრ სიღრმეზე, ტიტანიკიდან 488 მეტრის დაშორებით იპოვეს. ამ ეტაპზე ოკეანის სიღრმეში 5 ძირითადი ნაწილი კვლავ რჩება და იმედოვნებენ, რომ მათი ამოტანა მიმდინარე დღეებში მოხერხდება.

პარალელურად მედიასააგენტოები აქტიურად წერენ, რომ წყალქვეშა ნავის მფლობელი კომპანიის, OceanGate-ის ვებგვერდზე ჩაძირული ტიტანიკის მოსანახულებელი ექსპედიცია კვლავ რეკლამდება. ცნობისთვის, ტრაგედიას კომპანიის დირექტორი, სტოკტონ რაშიც შეეწირა. მისი ცოლი, ვენდი რაში, “ტიტანიკზე” მყოფი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წყვილის, იდა და ისიდორ შტრაუსების შთამომავალია. სამწუხაროდ, ორივე მათგანი 1912 წელს ტრაგედიისას დაიღუპა.

გარდიანის ინფორმაციით, ექსპერტები იკვლევენ, შეიცავს თუ არა ტიტანის ნარჩენები მგზავრთა გვამის ნაშთებს. ასევე წერენ, რომ “ტიტანის” 19 წლის მგზავრს ოკეანის სიღრმეში რუბიკის კუბის აწყობით რეკორდის მოხსნა სურდა. საუბარია სულემან დავუდზე, რომელიც მოგზაურობაში მამასთან – 48 წლის პაკისტანელ ბიზნესმენსა და მილიარდერთან, შახზადა დავუდთან ერთად იმყოფებოდა.

სულეიმანის გეგმის შესახებ დედამ, ქრისტინ დავუდმა BBC-სთან ისაუბრა. “წასვლამდე ის მეუბნებოდა, რომ 3 800 მეტრ სიღრმეზე რუბიკის კუბის აწყობით გინესის მსოფლიო რეკორდსმენი გახდებოდა. ძალიან გახარებული და აღელვებული იყო. თავსატეხს ის 20 წამში ხსნიდა და კუბს ყველგან თან ატარებდა. რა თქმა უნდა, ექსპედიციაშიც წაიღო”, – ამბობს დაღუპული მოზარდის დედა. იგი ასევე იხსენებს, რომ ტიტანიკის მონახულებას ატლანტის ოკეანის ფსკერზე ქმართან ერთად თავდაპირველი გეგმით თვითონვე აპირებდა, თუმცა მოგვიანებით მოგზაურობაში შახზადას შვილი შეუერთდა, რომელსაც, თურმე, გამგზავრებამდე ექსპედიციის ეშინოდა, თუმცა მამას უარი ვერ უთხრა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved