„ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, რომან გოცირიძე:
„კატასტროფა: რუსეთის სუვერენული რეიტინგი გახდა CCC. საინვესტიციო რეიტინგის მქონე ქვეყანა ერთ კვირაში სანაგვეში აღმოჩნდა. რეიტინგის ეს მაჩვენებელი ნიშნავს ძალიან მოწყვლად მდგომარეობაში ჩავარდნას. CC ან C უკვე გაკოტრების პირას მისვლას ნიშნავს. D უკვე დეფოლტია, ანუ როგორც იტყვიან, პულსი არ ესინჯება. აქამდეც მივლენ.
ამ ნიშნების უკან მილიონობით გაღატაკებული და გაუბედურებული ადამიანის ბედი იკითხება.
ასე მოსდის ქვეყანას, რომელსაც ბოროტი მანიაკი მართავს.“
კომენტარები