კასპში, სოფელ დოესში ხანძრის შედეგად 60 წლამდე კაცი დაიღუპა. ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა. ადგილზე მისულ სახანძრო-სამაშველო ბრიგადას კაცი სახლში გარდაცვლილი დახვდა. უცნობია რა გახდა ცეცხლის გაჩენის მიზეზი.
კომენტარები