კასპიის ზღვაში 3.5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ განცხადებას აზერბაიჯანის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის სეისმოლოგიური სამსახურის რესპუბლიკური ცენტრი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, 3.5 მაგნიტუდის ბიძგები გუშინ, ადგილობრივი დროით 19:48 საათზე დაფიქსირდა. მიწისძვრის ეპიცენტრი 25 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.
კომენტარები