• რეკლამა
  • კონტაქტი
08:10, კვირა, 7 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კარლ ჰარცელი და კელი დეგნანი 19-21 ივნისის აქციაზე დაზარალებულებს ღია წერილით პასუხობენ

ალია ავტორი - ალია
18:24 05-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

შეთანხმებაში მითითებული ამნისტიის კანონი დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის მტკივნეულ ეპიზოდთან არა მხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლთათვის, არამედ იმ გამოწვევების გამოც, რის წინაშეც ამ მოვლენებმა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები დააყენა, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანისა და საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის წერილშია აღნიშნული, რითაც ისინი 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებისას დაზარალებულებს ღია წერილით პასუხობენ.

მათი განცხადებით, ასეთ პოლარიზებული გარემოში საჭიროა ინკლუზიური პროცესი პარლამენტში, რათა მოხდეს იმ რეფორმების ხელშეწყობა, რომლებიც ასეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორების პრევენციას მოახდენს და მოიტანს უფრო დიდი გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას.

„19 აპრილის შეთანხმება მიღწეულ იქნა რთული მოლაპარაკებების შედეგად და წარმოადგენს დიდი ძალისხმევის შედეგად მიღწეულ კონსენსუსს პოლიტიკურ პარტიებს შორის. იმედი გვაქვს და გვჯერა, რომ ამ შეთანხმებით საქართველო გადაშლის ფურცელს ფუნქციონირებადი პარლამენტის აღდგენისკენ, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაღრმავებისა და კონსოლიდაციისკენ მიმართული შორს მიმავალი რეფორმების გატარების ერთგული იქნება. 19 აპრილის შეთანხმების მიღწევა გამოწვევებით სავსე მედიაციის პროცესის შედეგად მოხდა. მისი პირველი მუხლი ხაზს უსვამს ვალდებულებას, მოგვარდეს პოლიტიზებულ მართლმსაჯულებად აღქმული შემთხვევები. ამ ვალდებულებაზე დაყრდნობით, საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილმა პარტიებმა უნდა განსაზღვრონ ამ ვალდებულებების ზუსტი მოდალობები, მათ შორის ამნისტიის კანონი, რომელიც აკმაყოფილებს ხელშეკრულების მიზნებს და პატივს სცემს საქართველოს კანონმდებლობას, ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციას და სხვა შესაბამის საერთაშორისო კონვენციებს, რომელთა წევრიც საქართველოა.

შეთანხმებაში მითითებული ამნისტიის კანონი დაკავშირებულია საქართველოს ისტორიის მტკივნეულ ეპიზოდთან არა მხოლოდ 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენების მსხვერპლთათვის, არამედ იმ გამოწვევების გამოც, რის წინაშეც ამ მოვლენებმა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტები დააყენა. ასეთ პოლარიზებული გარემოში საჭიროა ინკლუზიური პროცესი პარლამენტში, რათა მოხდეს იმ რეფორმების ხელშეწყობა, რომელიც ასეთი ტრაგიკული მოვლენების განმეორების პრევენციას მოახდენს და უფრო დიდ გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას მოტანს. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ახლა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პარალიზების გამომწვევი პოლიტიკური კრიზისის დასრულების მიზნით ყველა დაინტერესებულმა მხარემ მისი წარმატებით შესრულება უზრუნველყოს. ეს საშუალებას მისცემს ყველა მხარეს, გაძლიერებული დემოკრატიული ინსტიტუტების მეშვეობით იმუშაოს საქართველოს დემოკრატიული კონსოლიდაციის განმტკიცებისა და სამართლიანობისა და ანგარიშვალდებულების მისაღწევად“, – აღნიშნულია კარლ ჰარცელის და კელი დეგნანის წერილში, რომელსაც პოლიტიკური მოძრაობა „დროა“ ავრცელებს.

ცნობისათვის, 2019 წლის 20 ივნისის აქციაზე დაშავებულმა და დაპატიმრებულმა დემონსტრანტებმა საქართველოში ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელსა და ამერიკის ელჩს, კელი დეგნანს ღია წერილით რამდენიმე დღის წინ მიმართეს. წერილში აღნიშნულია, რომ 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე, მმართველი პარტიის და საპარლამენტო ოპოზიციის მიერ 19-21 ივნისის მოვლენების ამნისტიაზე დარეგისტრირებული კანონპროექტებით, აქციის დამრბევ ყველა ხელმძღვანელ და ამსრულებელ პირზე ავრცელებენ ამნისტიას, რაც წერილის ავტორებისთვის „პრინციპულად მიუღებელია“.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved