• რეკლამა
  • კონტაქტი
14:43, სამშაბათი, 4 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კარგი იქნება „ქართული ღირებულებების“ სახელმძღვანელო შევქმნათ, რომელსაც სკოლაში ასწავლიან – ფრიდონ ინჯია

ალია ავტორი - ალია
17:20 04-23-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
195

„კარგი იქნება, რომ შეიქმნას „ქართული ღირებულებების“ სახელმძღვანელო, რომელსაც სკოლაში ასწავლიან. სწორედ ამ „ქართულ ღირებულებებშია“ როგორც ოჯახის ღირებულებები, ასევე ქრისტიანობის, მამულიშვილობის  და მრავალი სხვა. არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება, რომ  ასეთი სახელმძღვანელო გადაითარგმნოს და ევროპაში დაიწყოს სწავლება „ქართული ღირებულებების“, – განაცხადა ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ფრიდონ ინჯიამ „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ამბროლაურში.

ფრიდონ ინჯიას თქმით, მისი პარტია სრულად ეთანხმება მმართველი პარტიის მიერ კონსტიტუციაში წარმოდგენილი ცვლილების პროექტს. ფრაქცია „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარის შეფასებით, იყო ოპოზიციონერი არ ნიშნავს იყო ქვეყნის წინააღმდეგი.

ფრიდონ ინჯიას მოსაზრებით, კანონპროექტში „ოჯახური ღირებულებები“ უნდა შეიცვალოს ტერმინით „ქართული ღირებულებები“.

„ვფიქრობ, „ოჯახური ღირებულებები“ უნდა შევცვალოთ „ქართული ღირებულებებით“, ვინაიდან „ქართული ღირებულებები“ უფრო ფართო ცნებაა და იგი მოიცავს „ოჯახურ ღირებულებებსაც“, მართლმადიდებლობასა და  პატივისცემას ქრისტიანობის წინაშე, სხვა ტრადიციებსაც. სწორედ  „ქართულ ღირებულებებშია“ დედაენისადმი დიდი სიყვარული და პატივისცემაც“, – განაცხადა ფრიდონ ინჯიამ.

„აიპრესი“

თეგები: ფრიდონ ინჯია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Le Meridian Batumi- თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, გენდერული თანასწორობის ხელშეწყობისთვის

13:38 11-03-2025
არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს
ახალი ამბები

არომათერაპიის პრემიუმ ბრენდი Puressentiel ქართველ საზოგადოებას ფრანგმა შემქმნელებმა წარუდგინეს

13:58 11-01-2025
თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის, Global Finance-ის ჯილდო მიიღო

10:34 10-31-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved