• რეკლამა
  • კონტაქტი
03:25, შაბათი, 4 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარგი იქნება აფხაზეთთანაც შეიქმნას კონფედერაციაო”– ვოლსკი ხიდაშელთან შეხვედრის დეტალებზე

ალია ავტორი - ალია
14:05 03-07-2024
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,013

რაზე ისაუბრა “ოცნების” დეპუტატმა რუს ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან – გუშინდელი შეხვედრის შესახებ გია ვოლსკიმ პირველი კომენტარი გააკეთა. ის ამტკიცებს, რომ დავით ხიდაშელს, არც ანტიდასავლური და არც პრორუსული იდეა არ გაუჟღერებია. აქვე ვოლსკი ადასრტურებს იმასა, რომ ხიდაშელი აფხაზეთთან კონფედერაციაზე საუბრობდა და როგორც ჩანს, თვლის, რომ მსგავსი განცხადებები პრორუსული არ არის და პროქართულია?

პარტია “დროას” ინფორმაციით, რუსეთში მცხოვრები ბიზნესმენი პარლამენტის ვიცე-სპიკერს ოკუპირებული აფხაზეთის მარიონეტული რეჟიმის პოზიციებს აცნობდა. პარტიის ინფორმაციით, ხიდაშელი ვოლსკის აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან კონფედერაციაზე ესაუბრებოდა, ასევე ოკუპირებულ აფხაზეთში ტვირთების შეტანასა და ბიზნეს ურთიერთობებზე, აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე.

აღნიშნული ვოლსკიმ ნაწილობრივ დაადასტურა:

“დავით ხიდაშელს, გეუბნებით გულახდილად, აშკარად, არანაირი არც ანტიდასავლური, არც პრორუსული, არც მით უმეტეს ანტიქართული იდეა არ გამოუმჟღავნებია. საუბარი ჰქონდა იმაზე, რომ 2011 წელს, ნაცმოძრაობის პერიოდში იყო შეთანხმება რუსეთთან დადებული, შვეიცარიასთან საერთაშორისო მონაწილეობით, მათ შორის საქართველომ მისცა საერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციაში წევრობის მწვანე შუქი აუნთო რუსეთს, და თუ შესაძლებელია ეს სატრანზიტო მოძრაობა შვეიცარიის მხარის ჩართულობით აღდგეს.

სიტყვა კონფედერაცია ახსენა საკმაოდ ხმამაღლა, ისე რომ გვერდით მსხდომმა ადამიანებმა მოიხედეს კიდევაც, რომ კარგი იქნება აფხაზეთთანაც შეიქმნას კონფედერაცია. ამაში რამე თუ დევს ისეთი აზრობრივი, შეიძლება თქვენ მიაქციოთ ყურადღება, თორემ საზოგადოების დიდმა ნაწილმა კი არა, ყველამ იცის, რომ კონფედერაცია შეიძლება, მაგრამ ასეთ ვითარებაში, არანაირი წინაპირობა, ამაზე ლაპარაკი არ არის.

ისიც თქვა კი, რომ იქნებ პირადი ურთიერთობები კარგი იყოს აფხაზურ მხარესთან, ამას დიდი ხანია ლაპარაკობენ, მაგრამ ავუხსენი, რომ აფხაზურ მხარეს უნდა ელაპარაკოს ქართულ მხარეს, როგორც აფხაზეთის დამოუკიდებელი რესპუბლიკა, რაც ამასთან დაკავშირებით შეუძლებელს ხდის”, – თქვა ვოლსკიმ.

 

“მე რომ ეს თემა დავძრა უნდა ვიცოდე, რომ იქიდან ერთ კვირაში უნდა გადმოდგან ნაბიჯი“ – ,,დროა” ვოლსკისა და ხიდაშელის საუბრის დეტალებზე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved