• რეკლამა
  • კონტაქტი
00:32, პარასკევი, 31 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარგად იცის მთავრობამ, რამხელაა სიკვდილიანობა! ხომ უთხრეს იქ ექსპერტებს? ჰკითხეთ…” – სკანდალური ინტერვიუ გიორგი ფხაკაძესთან

ალია ავტორი - ალია
20:32 12-04-2020
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
71

„ალიას“ ესაუბრება საზოგადოებრივი ჯანდაცვის საერთაშორისო ექსპერტი, გაეროს გენერალური მდივნის დამოუკიდებელი ანგარიშვალდებულების პანელის წევრი, ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის პნევმოკოკის წინასწარი საბაზრო შეთანხმების დამოუკიდებელი შეფასების კომიტეტის წევრი, დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი გიორგი ფხაკაძე. ის ბოლო დროს მონაწილეობდა სამთავრობო გუნდის მიერ გამართულ შეხვედრებში, სადაც შეზღუდვების შესახებ მსჯელობდნენ.

– რა შეიცვლება ამ რეგულაციებით, რომლებიც ახლა დაწესდა და რას უნდა ველოდოთ?

– პირდაპირ გტყვით, ეს რეგულაციები არაფერს შეცვლის. მე ამას ვამბობდი ბევრად ადრე, როცა აკონტროლებ ეპიდემიას, შეგიძლია რაღაცა გადაადგილო, მარჯვნივ, მარცხნივ, როცა ვერ აკონტროლებ – მაშინ ამ გადაადგილების საშუალება აღარ დაგრჩა, უნდა მიიღო ხისტი, მკაცრი ზომები, ის ზომები, რაც იყო შემოღებული პირველ ჯერზე და უნდა მიიღო 2-3 დღეში კი არა, უნდა გამოხვიდე და თქვა, 2 საათში ქვეყანა იკეტება – მორჩა. ძალიან კარგად იცის მთავრობამ, რამხელაა სიკვდილიანობა! ხომ უთხრეს იქ ექსპერტებს? ხომ უთხრეს იმ შეხვედრაზე ექსპერტებს რამხელაა სიკვდილიანობა? გგონიათ, მთავრობამ არ იცის? ძალიან კარგად იცის, სინამდვილეში რამხელაა სიკვდილიანობა და რამდენია რეალურად ინფიცირებული ადამიანი.

– იმაზე მეტია სიკვდილიანობა, ვიდრე აცხადებენ?

– რა თქმა უნდა, შეეკითხეთ ექსპერტებს და ექიმებს. თქვენც მოისმენდით, სახელმწიფო ჩინოვნიკებმა თქვეს, სამჯერ იმაზე მეტია ინფიცირებული, ვიდრე ვიცითო, ვიდრე ოფიციალურად დაფიქსირებულიაო და სიკვდილიანობა არ იქნება სამჯერ მეტი? მე არ მითქვამს ეს, ამას თავად ამბობენ…

– ექიმები რომ გამოვიდნენ შეხვედრიდან, ისეთი სახეები ჰქონდათ და ისეთი კომენტარები გააკეთეს, კი ვიფიქრე, რომ იქ, იმ შეხვედრაზე, მათ რაღაც საშინელი გაიგეს. სიმართლე გითხრათ, ერთს, რომელიც ამ შეხვედრამდე წინააღმდეგი იყო სრული ლოქდაუნის, ვესაუბრე და პირად საუბარში მითხრა, რომ მთავრობის მიერ მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, დაინახა, რომ „კატასტროფის წინაშე დგას ჯანდაცვის სექტორი და თუ ასე გაგრძელდა, მთლიანად ჩამოიქცევა, ბევრი ადამიანი მოკვდება და მოკვდება საშინელი სიკვდილით. ეს არის რეალობა, რომლის წინაშეც დავდექით“ – ზუსტად ვციტირებ!

– შეეკითხეთ და გითხრან, რა ითქვა იმ შეხვედრაზე… ყველაზე ცუდი ისაა, რომ გამოდის ამ შეხვედრიდან ექიმი და არაფერი ხდება, არაფერი გჭირს, აგერ შენ პარაცეტამოლიო, ამბობს – ის პაციენტი ხომ მოკვდება? უკაცრავად, ამ შეხვედრაზე ბოლო წინადადებასღა ვიტყვი – მე ვარ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, საერთაშორისო დონის. იმ ოთახში ჩემი დონის ექსპერტი ვერავინ დავინახე – ეს არის ჩემი პასუხი.

თამო კეშელავა, ალია

თეგები: გიორგი ფხაკაძეკორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა
ახალი ამბები

“კეიპაქსი” – სარეკლამო კომპანია, რომელიც თიბისი ბიზნესის მხარდაჭერით განვითარდა

14:31 10-30-2025
გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%
ახალი ამბები

გახდი ჩვენიანი, გადაიხადე ციფრული Mastercard ბარათით და დაიბრუნე გადახდილი თანხის 50%

16:42 10-29-2025
თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მრავალფეროვანი შეთავაზებები სპა ცენტრებში

16:37 10-29-2025
თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, დედოფლისწყაროში „სვანიძის ზეთისხილის“ საწარმო გაიხსნა

13:01 10-29-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved