• რეკლამა
  • კონტაქტი
19:47, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კარგა ხანს ვიყავი ჩუმად კოვიდ 19-ზე, მეტს ვეღარ მოვითმენდი, უნდა მეთქვა…” – ინდირა ჯგერენაია

ალია ავტორი - ალია
13:56 11-30-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
56

მომღერალი, ინდირა ჯგერენაია, სოციალურ ქსელში, წერს:

„კარგა ხანს ვიყავი ჩუმად კოვიდ 19-ზე, უბრალოდ მეტს ვეღარ მოვითმენდი, უნდა მეთქვა. მჯერა და ვიცი, რომ არსებობს, დაუდასტურდა რამდენიმე ჩემს ნაცნობს, მაგრამ რა მერე? ადამიანები ჩვეულებრივ უსიმპტომოდ გრძნობენ თავს, დაღლილები არიან უბრალოდ თეთრხალათიანებით, რომლებიც ფსიქოლოგიურად ცდილობენ, დაამუშაონ საწყალი ხალხი.

სად იყავით, ხალხო, პანიკაში, მე რომ იანვარში გვერდები მტკიოდა, სიცხით ვიწვებოდი, არც ყნოსვა მქონდა და არც გემო.

ჩემი შვილი ორივე ახალი წელი საავადმყოფოში მშრალი ხველითა და 40 ტემპერატურით მოხვდა. ზუსტად ორ კვირაში დედაჩემი იგივე სიმპტომებით. ეს სწორედ ის პერიოდია, საზღვრები რომ ღია იყო და ჩინეთში რომ მძვინვარებდა. ვინ მეტყვის ან ვინ გამოგვიკვლევს, რომ არ გადავიტანეთ?

ჩემს ნაცნობებს, ვისაც კარანტინში ვესაუბრები, ერთ ტაბლეტ წამალსაც არ ასმევენ იმიტომ, რომ არიან უსიმპტომოები!

დასკვნა: კორონა არ კლავს, თუ ხარ ჯანმრთელი და თუკი სხვა დაავადება აქვს ადამიანს, თავადვე უნდა გაფრთხილდეს. ხომ გინდოდათ, რომ გვესწავლა კორონასთან ცხოვრება? ჰოდა, ვისწავლეთ. ის დაჯდეს სახლში, ვისი იმუნიტეტიც სუსტია და მართლა ძალიანაც ნუ მოგინდებათ ამ ხალხის დაჩლუნგება.

შევწუხდით, მოგვბეზრდა, გვაცადეთ ნორმალური ცხოვრება!

ჩემმა საკუთარმა დამ შვედეთში კორონიან ადამიანთან ერთად ერთ სივრცეში იმუშავა. მეც ვიყავი გარკვეული პერიოდი პანიკაში, სანამ გავერკვეოდი ბევრ რამეში. შვედეთმა არც თავიდან არ დაკეტა, არც კი შეიმჩნია ეს ვირუსი. მართლა სად ვცხოვრობთ, ხალხო, რატომ ხართ ჩუმად?

დეგრადიულები ავტომატურად მიიბლოკებით, თქვენი განათლების ნერვი არ მაქვს!“

თეგები: კორონავირუსი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved