უკრაინაში ომის გამო, კანადა რუსეთის თავდაცვის სექტორს სანქციებს უწესებს. შეზღუდვები შეეხება რუსეთის თავდაცვის სექტორიდან 33 ორგანიზაციას, რომლებმაც რუს სამხედროებს ირიბი ან პირდაპირი დახმარება გაუწიეს – “შესაბამისად, ვლადიმირ პუტინის უაზრო ომის თანამონაწილენი არიან, რომელმაც ტკივილი და ტანჯვა გამოიწვია” – ნათქვამია ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ომის დაწყების დღიდან კანადამ სანქციები 700-ზე მეტ ფიზიკურ პირს დაუწესა.
კომენტარები