კალიფორნიაში კორონავირუსის ახალი მუტაცია აღმოაჩინეს, რომელსაც CAL.20C დაარქვეს. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ ახალი ვარიანტი ქვეყანაში ჯერ კიდევ ივლისში გაჩნდა, მაგრამ ნოემბრამდე შედარებით იშვიათად ვლინდებოდა, შემდეგ კი სწრაფი გავრცელება დაიწყო.
ახალი კვლევის თანახმად, მეცნიერებმა CAL.20C კორონავირუსის „ბრიტანული“ შტამის შესწავლისას აღმოაჩინეს. ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ კალიფორნიული შტამი, COVID-19-ის სხვა ვარიანტებზე უფრო სახიფათოა. მეცნიერებმა ისიც უნდა დაადგინონ, ვრცელდება თუ არა ის ვირუსის სხვა ვარიანტებზე სწრაფად, თუმცა ზოგი ამერიკელი ექსპერტი აღნიშნავს, რომ სავარაუდოდ სწორედ CAL.20C-მა ითამაშა დიდი როლი სამხრეთ კალიფორნიაში ინფიცირების მაჩვენებლის ზრდაში.
კალიფორნიის შტატი აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ლიდერობს. ვირუსის 3 მილიონზე მეტ ადამიანს გამოუვლინდა, გარდაიცვალა 34 ათასზე მეტი პაციენტი.
კომენტარები