• რეკლამა
  • კონტაქტი
20:05, სამშაბათი, 10 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კალასი: საქართველოს მხრივ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, მათ შორის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტა

ალია ავტორი - ალია
12:09 07-15-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
399

დღეს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრები სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოზეც იმსჯელებენ.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, რომ “ყველა ვარიანტი მაგიდაზეა”, მათ შორის საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებაც.

“ვხედავთ სერიოზულ უკუსვლას საქართველოში. ჩვენ განვიხილავთ, კიდევ რის გაკეთება შეგვიძლია. ყველა შესაძლო ვარიანტი მაგიდაზეა – უვიზო მიმოსვლის მიმოსვლის შეჩერება და სხვა ელემენტები, რომლებმაც შესაძლოა საქართველოს მთავრობას უბიძგოს, შეცვალოს თავისი გათვლები”, – თქვა მან.

კალასის თქმით, იგი დღეს ასევე წარადგენს იმ ადამიანების სიას, რომელთა წინააღმდეგაც სანქციების დაწესება იგეგმება და დაამატა, რომ ამ სიაში შედის 2 მოსამართლეც.

“დღეს წარვადგენთ სანქციების სიას. განაჩენები ახალგაზრდა მომიტინგეების მიმართ არაპროპორციულია. ასე რომ, დიახ, 2 მოსამართლეც შედის სანქციების პაკეტში და დღეს ამასთან დაკავშირებითაც გვექნება განხილვა”, – განაცხადა კალასმა.

საუბრის ბოლოს მან ასევე დაამატა, რომ ევროკავშირმა ივანიშვილის მთავრობას უვიზო მომოსვლასთან დაკავშირებული წერილი გაეგზავნება.

მისი თქმით, ამ წერილში გაწერილია გარკვეული პირობებიც, რომელთა არ შესრულება დათქმულ ვადამდე კი ევროკავშირის მხრიდან საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეწყვეტას გამოიწვევს.

“ჩვენ გავუგზავნეთ საქართველოს მთავრობას წერილი, რომელიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს ეხება. არის ცალკეული პირობები, რომლებთანაც ისინი თანხვედრაში უნდა მოვიდნენ. თუ ეს პირობები არ იქნება შესრულებული დათქმულ ვადამდე, მაშინ მოგვიწევს შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლის რეჟიმი”, – თქვა კალასმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved