• რეკლამა
  • კონტაქტი
10:57, ოთხშაბათი, 11 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კალაძისგან და გახარიასგან მიტოვებული ადამიანები დახმარებას ითხოვენ” – ანა ბიბილაშვილი

ალია ავტორი - ალია
02:07 09-20-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
43

“ლელოს” თბილისის მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი თბილისში არსებულ მძიმე სოციალურ ფონზე საუბრობს. ბიბილაშვილი აცხადებს, რომ კალაძემ ადამიანები დაივიწყა და მედიკამენტებისა და საცხოვრებელი ადგილის გარეშე დატოვა. 
ბიბილაშვილი არსებულ სიტუაციაში თბილსის მოქმედი მერისა და ყოფილი პრემიერის პასუხისმგებლობას ხედავს.
“დღეს მთელი დღის განმავლობაში თბილისის სხვადასხვა უბნებში შევხვდით ადამიანებს და მოვისმინეთ მათი ისტორიები. მოვისმინეთ ის რაც ისედაც კარგად ვიცით, ის პრობლემები რომლებიც არსებობს. შევხვდით ქალბატონს, რომელაც აქვს მძიმე დაავადება და მერიამ მიატოვა. გამგეობაში შეიტანეს განცხადება, რომ დაეფინანსებინათ საცხოვრებელი ადგილი, რაზეც უარი მიიღო. უარი მიიღო მედიკამენტების დაფინანსებაზეც. ადამიანებს აწუხებს, თუ როგორი მომავალი ექნება ამ ქალაქს და ქვეყანას ” ქართული ოცნების” ხელში. ჩვენ ასევე შევხვდით ბატონ ნოდარს, რომელიც ომის ვეტერანია, ისიც ასევე მიატოვა სახელმწიფომ. ის პენსია რომელსაც მათ უხდიან არის შეურაცხყოფა, ეს არის მაგალითი როგორ ექცევიან ადამიანებს ამ ქვეყანაში. დღეს ისინი არაფერს არ ელოდებიან ამ ქვეყნისგან გარდა იმისა რომ ჩვენ ვიბრძოლოთ ამ ქვეყნისთვის. ვიბრძოლოთ მომავლისთვის.
დღეს ვიყავით გლდანში ბაზრობაზე სადაც ადამიანები ვნახეთ და გვითხრეს თუ რამდენ გაჭირვებულს ხედავენ ყოველდღე. ამ ყველაფერს ვერც კალაძე და გახარია ვერ ხედავს, რომელმაც დღეს აღმოაჩინა თბილისის ერთ-ერთი ქუჩა. 
ანა ბიბილაშვილის თქმით ქვეყნისა და ქალაქის მომავლის კეთილდღეობისათვის საჭიროა შესაბამისმა ადამიანებმა აიღონ მმართველობა. ასეთი ადამიანები კი “ლელოში” არიან. 
“ლელოს” აქვს პროგრამა, ხედვა და ძალა თუ როგორ შევცვალოთ ეს ქვეყანა და თბილისი. ჩვენ გვაქვს იდეა, როგორ შევცვალოთ თბილისი და ეს იდეა არის ადამიანის ქალაქი, ადამიანებზე მორგებული ქალაქი. ჩვენ ერთად შეგვიძლია თითოეულ თქვენგანზე ზრუნვა. 2 ოქტომბერს ჩვენ ავირჩევთ ქვეყანას, ჩვენი შვილების და მომავლისათვის,” – აღნიშნა ბიბილაშვილმა.

თეგები: ანა ბიბილაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”
ახალი ამბები

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”

15:20 02-10-2026
სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

11:32 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved