• რეკლამა
  • კონტაქტი
11:18, პარასკევი, 3 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კალაძის პარალელური თბილისი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქია – ანა ბიბილაშვილი

ალია ავტორი - ალია
22:38 09-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
78

“ლელოს” მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი თბილისში ჰაერის დაბინძურებაზე საუბრობს და კალაძის განცხადებას, რომ ქალაქში ჯანსაღი ჰაერია, დაცინვას უწოდებს. 

მისი თქმით, ჰაერის ხარისხი არ იზომება იმ დაუსაბუთებელი ციფრებით, რომელსაც დღეს კალაძე აფრიალებს, ჰაერის ხარისხი დამოკიდებულია შესაბამის გარემოზე, რომელიც ქვეყანაში არ გაგვაჩნია.

 სატრანსპორტო კოლაფსი, ქაოტური მშენებლობები, გამწვანების არასწორი დაგეგმარება და მისი მოსპობა, ეს ის მთავარი კომპონენტებია, რომელსაც ბიბილაშვილი ჰაერის მთავარ დამაბინძურებელ კომპონენტებად მიიჩნევს.  

“კალაძე, თავის  პარალელურ თბილისში ჰაერის გაუმჯობესებაზე გველაპარაკება და გვარწმუნებს რომ თბილისში ჰაერის ხარისხი გაუმჯობესდა, რაც მხოლოდ ციფრებით მანიპულაციაა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის  მონაცემებით, თბილისი არის ერთ-ერთი ყველაზე დაბინძურებული ქალაქი და ამას ჩვენ ყველანი ვხედავთ. ქალაქში რეალობა ძალიან მძიმეა. ასევე,  მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში  ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა 10 წლით ჩამოუვარდება ევროპის ქვეყნებს, 5 წლამდე ასაკის ბავშვების სიკვდილიანობა საქართველოში სამჯერ მეტია ევროპის ქვეყნებთან შედარებით, ჩვენი სტატისტიკური მონაცემებით 4-ჯერ გაიზარდა სასუნთქი გზების დაავადებებით სიკვდილიანობის მაჩვენებელი, ეს არის ჰაერის ხარისხის მთავარი პრობლემა  და ამ ყველაფრის შემდეგ კალაძე გვარწმუნებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი რიგზეა. ეს არის მოსახლეობის პირდაპირი დაცინვა, რასაც ის არ ერიდება,” – ანა ბიბილაშვილი.

თეგები: ანა ბიბილაშვილილელო საქართველოსთვის

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:38 04-02-2026
თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა და WM-მა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო პერსონალური საბანკო მომსახურებისთვის საერთაშორისო აღიარება მოიპოვა

13:21 04-02-2026
აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად
ახალი ამბები

აიქეში – ციფრული პროგრამა ბიზნესის ონლაინ სამართავად

15:30 04-01-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved