• რეკლამა
  • კონტაქტი
04:47, ორშაბათი, 8 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“კალაძის, ივანიშვილის და “ოცნების” „საახალწლო საჩუქარი“ თბილისს” – “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე ცათამბჯენები აშენდება

ალია ავტორი - ალია
17:48 12-28-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
7,657

თბილისის საკრებულომ გმირთა მოედანთან ცათამბჯენების მშენებლობის პროექტი დაამტკიცა. პროექტს მხარი 23 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი იყო 5. ლაგუნა ვერეს მიმდებარედ 50-სართულიანი 2 ცათამბჯენი აშენდება.

პროექტის განხილვა სხდომაზე დღეს ხმაურისა და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მშენებლობა თბილისის მთავარ სატრანსპორტო კვანძს საბოლოოდ მოკლავს და დედაქალაქსაც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს.

ოპოზიციის მოსაზრება არ გაითვალისწინა “ოცნებამ”.

10 აგვისტოს ირაკლი აბესაძემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ლაგუნა ვერე “ქართუ ფონდმა” გაყიდა, მფლობელი კი შპს “ნეო სითი დეველოპმენტია”. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი პარლამენტის სამგზის მოწვევის ყოფილი წევრი მარიკა ვერულაშვილია. ვერულაშვილის სიძის ეგორ აბრამოვის ოჯახი სანქცირებულია დიდი ბრიტანეთისა და ახალი ზელანდიის მიერ. მისი მამა ალექსანდრ აბრამოვი, რუსი ბიზნესმენი,  რომან აბრამოვიჩის ბიზნესპარტნიორია და ბრიტანეთის სანქციების სიაშიც სწორედ მასთან კავშირის გამო მოხვდა.

საკრებულოს დეპუტატი, საბა ბუაძე:

კალაძე, ივანიშვილი და ქართული ოცნება გეგმავენ „საახალწლო საჩუქარი“ გაუკეთონ თბილისის და მაშინ როცა ქალაქიც და ქვეყანაც საახალწლო დასვენების რეჟიმზე გადადიან, აპირებენ გმირთა მოედანზე ორი ორმოცდაათ სართულიანი ცათამბჯენის პროექტის დამტკიცებას.
ეს ყველანაირი გადაჭარბების გარეშე არის ურბანული გენოციდი, რომლის გამომწვევი მიზეზიც არის სახელმწიფო ინსტიტუტების მიტაცება და კორუფცია.
ეს არის დანაშაული ჩვენი ქალაქის წინააღმდეგ და ამის ფასს თითოეული ჩვენგანი ძალიან მძიმედ გადავიხდით.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა  ისარგებლა
ახალი ამბები

თიბისის შავი პარასკევის შეთავაზებით 60 000-ზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა

17:31 12-05-2025
თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს
ახალი ამბები

თიბისი საახალწლო შეთავაზებებს იწყებს

12:52 12-05-2025
სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში
ახალი ამბები

სელფი მობაილის 23.6 მილიონი ლარის ინვესტიცია ქსელის განახლებაში

20:41 12-04-2025
თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის
ახალი ამბები

თიბისი x ილია თოფურია – მთავარია ჯიუტად გჯეროდეს მიზნის

15:24 12-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved