• რეკლამა
  • კონტაქტი
14:09, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„კალაძის გუნდი წულუკიანის გაშვებას ითხოვს“

ალია ავტორი - ალია
15:54 03-03-2023
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
4,846

ანი დვალიშვილი

მმართველ გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს და როგორც იქნა, კულუარებში აღიარეს, რომ თეა წულუკიანსა და კახა კალაძეს შორის დაპირისპირება მართლაც არსებობს და ეს პირველ რიგში ლევან კობიაშვილს უკავშირდება. მოგეხსენებათ, კობიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრობის გარდა, ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტიცაა (მიმდინარე თვეში კიდევ 4 წლით აირჩიეს) და კითხვები წულუკიანის უწყებას სწორედ ფეხბურთის ფედერაციასთან აქვს. საქმე ისაა, რომ სახელმწიფომ ფეხბურთის განვითარებისთვის 300 მილიონი ლარი გამოყო, ამას დაემატა ფიფა-უეფადან მიღებული არაერთი მილიონი დოლარი თუ ევრო, შედეგი კი… სად წავიდა და რაში დაიხარჯა 300 მილიონი, გაწერილი კი არის, მაგრამ შედეგი პრაქტიკულად ნულია. საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი ერთ-ერთ უმდაბლეს საფეხურზეა, ქართული კლუბები ევროსარბიელზე ერთი ეტაპის გავლასაც ვერ ახერხებენ, ქვედა ლიგების დაფინანსებამ შედეგი არ მოიტანა, ანუ გამოვიდა, რომ 300 მილიონი ჰაერშია გასროლილი. ფედერაციას ახალი ტრანში სჭირდება, წულუკიანის უწყება კატეგორიული წინააღმდეგია და დაპირისპირებაც აქედან წამოვიდა. როგორც გვეუბნებიან, კალაძის გუნდი წულუკიანის გაშვებას ითხოვს, თუმცა ასე მარტივი არ არის იმ ერთადერთი ადამიანის მოშორება, რომელიც 2012 წლის შემდეგ, მთავრობაშია და მუდმივად მინისტრის პორტფელი აბარია. საფეხბურთო კლუბებმა უკვე იციან, რომ ახალი სეზონიდან (რომელიც 25 თებერვალს დაიწყო) იმ დაფინანსებას ვეღარ მიიღებენ, რომელიც აქამდე ერიცხებოდათ.

თუმცა, წულუკიანი არ არის ის მთავარი პრობლემა, რომელიც „ოცნების“ ლიდერებს აწუხებთ. თავის დროზე, მმართველმა გუნდმა საჯარო სამსახურებში შეცვალა ხელმძღვანელობა, თუმცა პრაქტიკულად არ შეეხო ქვედა რგოლს. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ქვედა რგოლში ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერები დარჩნენ და მათი უმრავლესობა დღესაც მშვიდად აგრძელებს მუშაობას, თუმცა ნაციონალებს ღიად აღარ უჭერენ მხარს. ფარულად კი… ფარულად, პრაქტიკულად ყველა სამინისტროდან, ჟონავს ის ინფორმაცია, რომელსაც გულმოდგინედ მალავენ, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოდის. სამინისტროებიდან არამარტო დოკუმენტები გადის, არამედ ვიდეო-თვალის ჩანაწერები, საიდუმლო კონტრაქტები და პრაქტიკულად ყველაფერი, რაც ოპოზიციას აინტერესებს. იმავე „ოცნების“ მიერ მიღებული კანონის თანახმად კი, საჯარო სამსახურში რიგითი სპეციალისტის გაშვება ურთულესი საქმეა და სურვილის მიუხედავად, „წმენდა“ ვეღარ ტარდება, ე.წ. „აგენტების გამოსავლენი კანონპროექტი” დაიწუნა ყველამ, ვისაც კი შეეძლო დაწუნება და დასავლეთი პირდაპირ მოუწოდებს ხელისუფლებას, რომ აღნიშნჯულ პროექტს მხარი არ დაუჭირონ. არადა, გუნდის შიგნით უკვე მყარი გადაწყვეტილებაა მიღებული, რომ ეს კანონი უნდა გავიდეს და ამოქმედდეს კიდეც.

ყველაფერი კი 2024 წლის არჩევნებისთვის კეთდება, იმ არჩევნებისთვის, რომელიც ლამის სრულად ელექტრონული იქნება, რაც გაყალბების შესაძლებლობას მინიმუმამდე შეამცირებს. სამაგიეროდ, ხელისუფლებას არჩევნებისთვის ექნება იმის თქმის შესაძლებლობა, რომ კონკრეტული პარტიები დაფინანსებას უცხოეთიდან იღებენ, იგივე მოხდება არასამთავრობო ორგანიზაციებზეც და… თუ გახსოვთ, კანონში ასეთი ჩანაწერიც არსებობს, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ აქვს უფლება ქართულ პოლიტიკაში ჩაერიოს, არ აქვს უფლება, ფული შესწიროს პოლიტიკურ პარტიას და ახლა, ამ კანონის დამატებით, გამოვა, რომ ოპოზიციურ პარტიებს ან ფინანსური პრობლემები შეექმნებათ, ან უბრალოდ არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავენ. „ჯიგრულ-ქართულ პონტში“ ეს ყველაფერი გასაგებია, „ოცნება“ იტყვის, უცხოელები ცდილობენ შიდა საქმეებში ჩარევასო და კვლავ ორი პოლუსი შეგვრჩება – „ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“. ამ უკანასკნელს კი მმართველი გუნდი მარტივად ამარცხებს და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, დევიზი – „აბა ნაცების დაბრუნება გინდათ?!“ ისევ მუშაობს. სწორედ ახლა, 2024 წლის არჩევნებში უნდა დალაგდეს ისე, როგორც მმართველ გუნდს სურს – პირველ ადგილზე „ოცნება“ უნდა გავიდეს, მეორეზე – „ხალხის ძალა“, ანუ პარლამენტში პოზიციაც და ოპოზიციაც ერთ ხმაზე უნდა მღეროდეს.

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი
ახალი ამბები

იპოთეკა თუ სამომხმარებლო სესხი უძრავი ქონებისთვის? – როგორ გააკეთო სწორი არჩევანი

14:06 12-29-2025
თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის საახალწლო შეთავაზება გალერია თბილისში

13:33 12-29-2025
მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved