„თბილისი პრაიდის” ორგანიზატორები კახა კალაძეს წერილით მიმართავენ და მოუწოდებენ, 17 მაისს თბილისის ანძა ლგბტ დროშის ფერებში გაანათოს.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ერთ-ერთმა ორგანიზატრომა გიორგი თაბაგარმა განუცხადა.
„დღეს ვაპირებთ მივმართოთ ოფიციალური წერილით. ამასთან დაკავშირებით გავავრცელებთ განცახდებას „თბილისი პრაიდის“ Facebook გვერდზე. ახლა ვცდილობთ ონლაინ გაგზავნას“, – ამბობს გიორგი თაბაგარი.
„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები ამ დღის აღსანიშნავად ემზადებიან და საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ სახლებიდან, ოფისებიდან, ბარებიდან, აივნებიდან თუ ფანჯრებიდან ცისარტყელას დროშა გადმოფინონ.
კომენტარები