“ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ლევან ხაბეიშვილი, “ქართული ოცნების” მიერ კახი კალაძის მერობის კანდიდატად დასახელებას ეხმაურება. ხაბეიშვილი ამბობს, რომ კალაძემ პასუხი სისხლის სამართლის დანაშაულებზე უნდა აგოს. ამის შესახებ ხაბეიშვილმა ტვ პირველზე, ანა წერეთლის “დღის ამბებში”, ისაუბრა.
„ეს კაცი მეორედ მერობისთვის კი არ უნდა ემზადებოდეს, კონკრეტულ სისხლის სამართლებრივ დანაშაულებზე პასუხი აქვს გასაცემი და პროკურატურაში უნდა იჯდეს. მთაწმინდიდან პირდაპირ პროკურატურაში უნდა მიდიოდეს და კონკრეტულ კითხვებზე გასცეს პასუხი”, – ამბობს ხაბეიშვილი.
კომენტარები