• რეკლამა
  • კონტაქტი
01:38, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახეთში, წყალსაცავში მცირეწლოვანი ბავშვი ჩავარდა და დაიღუპა

ალია ავტორი - ალია
12:46 04-03-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
200

ამონაშვილის აკადემიის განცხადებით, წინა კვირას კახეთში, მზიანეთის საგანმანათლებლო ცენტრში მცირეწლოვანი ბავშვი სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავში ჩავარდა და დაიღუპა.

“კახეთში, მზიანეთის საგანმანათლებლო ცენტრში, წინა შაბათ-კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა პედაგოგიკის საერთაშორისო კონფერენცია. ჩამოსული იყო რამდენიმე ათეული სტუმარი. ესენი იყვნენ პედაგოგები, ფსიქოლოგები და სკოლების ხელმძღვანელები სხვადასხვა ქვეყნიდან.

ცენტრიდან გაფრთხილების მიუხედავად, ერთერთი მონაწილე კონფერენციაზე უცხოეთიდან ჩამოვიდა მცირეწლოვან შვილთან ერთად. მშობელმა იცოდა, რომ ორგანიზაცია ბავშვზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებდა. მშობლის უყურადღებობის გამო, კონფერენციის მსვლელობის დროს ბავშვი უმეთვალყურეოდ დარჩა და ჩავარდა სასტუმროს ტერიტორიაზე არსებულ წყალსაცავში.

ცენტრის ყველა თანამშრომელმა გააკეთა ყველაფერი, რაც კი შესაძლებელი იყო ბავშვის გადასარჩენად, მაგრამ სამწუხაროდ ბავშვი გარდაიცვალა. კონფერენციამ მუშაობა შეწყვიტა.

კონფერენციის ყველა მონაწილე ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარის გამო.

გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ კონფერენცია არ იყო ამონაშვილის აკადემიის მიერ ორგანიზებული. ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი კონფერენციას ესწრებოდა, თუმცა სხვა კავშირი ორგანიზაციას ამ ღონისძიებასთან არ ჰქონია.

გთხოვთ, გაგებით შეხვდეთ ჩვენი ოჯახის თითოეული წევრის მდგომარეობას. მადლობა.” – წერია განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის
ახალი ამბები

რკინის კარის შერჩევის 5 მთავარი კრიტერიუმი – ის, რაც ხშირად კარის გაყიდვების მენეჯერმაც კი არ იცის

21:54 07-03-2025
9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?
ახალი ამბები

9 წესი, როგორ შეცვალო სახლის დიზაინი მარტივად და დაბალბიუჯეტურად?

20:19 07-03-2025
12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს
ახალი ამბები

12 ყველაზე გავრცელებული შეცდომა, რაც სარეცხ მანქანას აფუჭებს

17:10 07-03-2025
სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში
ახალი ამბები

სიახლეები თიბისის ბიზნეს მობაილბანკში

15:43 07-03-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved