მსხვერპლით დასრულდა დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. როგორც ირკვევა, სანადიროდ წასულ ახალგაზრდებს მანქანა ამოუტრიალდათ, რის შედეგადაც 35 წლამდე კაცი გარდაიცვალა.
ახლობლების ინფორმაციით, შემთხვევა დედოფლისწყაროში მოხდა, სადაც ახალგაზრდები სანადიროდ იმყოფებოდნენ.
მომხდარ ფაქტზე, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276- ე მუხლის მე6- ე ნაწილით დაიწყო.
გარდაცვლილ ახალგაზრდას მეუღლე და ერთი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
კომენტარები