კახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 87-მდე გაიზარდა, ჯამში კი 44 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
ორგანიზმში ვირუსის არსებობა ლაგოდეხში მცხოვრებ კაცს დაუდასტურდა, მან საავადმყოფოს მაღალი ტემპერატურით თავად მიმართა.
კორონავირუსი ასევე აღმოჩნდა ყვარლის მკვიდრსაც .მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები ჰქონდა, რის გამოც სპეციალისტებმა კოვიდკლინიკაში უკვე გადაიყვანეს.
მესამე შემთხვევა კი სოფელ ერისიმედს უკავშირდება, სადაც მეორე დღეა სოფლის შესასვლელ-გასასვლელს პოლიცია აკონტროლებს.
გაშლილია საველე კარავი და დაწყებულია მოსახლეობის თერმოსკრინინგი.
ბოლო მონაცემებით, მკურნალობას 43 პაციენტი გადის, აქედან 19 ბინაზე, 1 ადამიანი საკარანტინო სივრცეში და 23 მოქალაქე სხვადასხვა კოვიდკლინიკაში.
რეგიონიდან ლაბორატორიაში 236 ნიმუშია გადაგზავნილი. თვითიზოლაციაში კი 183 ადამიანი იმყოფება.
რეგიონის რვა მუნიციპალიტეტში COVID-19-ის სტატისტიკა ასე გამოიყურება: ახმეტა -19; თელავი – 6; გურჯაანი- 12; ყვარელი -19; ლაგოდეხი – 21; დედოფლისწყარო -2 და სიღნაღი -8.
აღსანიშნავია, რომ საგარეჯოში ამ დრომდე კორონავირუსით დაინფიცირების არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 11271 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 6119 ადამიანი, გარდაიცვალა 78 პაციენტი.
კომენტარები