• რეკლამა
  • კონტაქტი
07:59, კვირა, 18 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კუჭავა: ვისურვებდი, რომ 4 წლის შემდეგ, ბაკურიანი იყოს სრულიად ევროპული ტიპის სათხილამურო კურორტი

ალია ავტორი - ალია
18:23 09-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ჩვენ ვიმყოფებით ადგილას, რომელსაც დიდი წარდგენა არ სჭირდება, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ. ბორჯომი ყველასთვის ცნობილია არა მხოლოდ მისი ბუნებით, უნიკალური მინერალური წყლებით, არამედ თბილი სტუმართმოყვარე ხალხით, რომელიც ტურისტებს და დამსვენებლებს მასპინძლობს სხვადასხვა ქვეყნიდან, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ ბორჯომში „ქართული ოცნების“ ბორჯომის მერობის კანდიდატის ოთარ არბოლიშვილის წარდგენაზე განაცხადა.

„ბორჯომზე საუბრისას ნამდვილად შეგვიძლია ვისაუბროთ იმ პოტენციალზე, რომელიც დამატებით შეიძლება იქნეს ათვისებული- ეს არ არის მხოლოდ ქალაქი ბორჯომი, ჩვენ ვსაუბრობთ მთლიანად მუნიციპალიტეტზე. ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილი თუ პატარა სოფელია, რომელთაც შესაძლებლობა აქვთ დაიმკვიდრონ თავი არა მხოლოდ ტურისტული, არამედ სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში ბაკურიანზე შევჩერდები.

მოგეხსენებათ 2023 წელს და შემდეგ 2025 წელს ორი დიდი მსოფლიო მასშტაბის ღონისძიება ჩატარდება, რომელიც საშუალებას მოგვცემს მთელ მსოფლიოს კიდევ ერთხელ გავაცნოთ ეს უნიკალური მხარე.

მსოფლიო ჩემპიონატი და ასევე ევროპის ოლიმპიური ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომლებიც პირველ რიგში გულისხმობს დიდი ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს.

ბაკურიანში ბევრი რამ კეთდება, თუმცა ამავე დროს, ბევრია დაგეგმილი როგორც ცენტრალურ პარკში, ისე ინფრასტრუქტურული პროექტები, შემოვლითი გზებიც გაკეთდა და სახეზეა პროგრესი, თუმცა, ვისურვებდი, რომ 4 წლის შემდეგ, ბაკურიანი იყოს სრულიად ევროპული ტიპის სათხილამურო კურორტი, რომელიც კიდევ უფრო მეტ დამსვენებელს მოიზიდავს.

ბაკურიანი და ბორჯომი საკმაოდ ცნობილია, მეტი პოპულარიზაცია სჭირდება ისეთ ულამაზეს სოფლებს, როგორიცაა სადგერი, ცემი, ტბა- ადგილებს, რომლებსაც წარმოუდგენელი პოტენციალი აქვთ და ჩვენ ვალდებულნი ვართ, ის გამოწვევები, რაც ამ სოფლებში არსებობს, მალე გადავჭრათ. აუცილებელია წყალმომარაგების სისტემის აღდგენაზე მუშაობა, გაზიფიცირება და ბევრი სხვა.

წაღვერზე აღარ შევჩერები, ყველამ ძალიან კარგად იცის რამხელა მნიშვნელობა აქვს მას თითოეული ოჯახისთვის, დამსვენებლებისთვის.

არ შემიძლია არ გავიხსენო ტრაგედია, რომელიც რამდენიმე წლის წინ წაღვერის და ბორჯომის ტყეებში მოხდა, სადაც ასობით ჰექტარი ტყე იწვოდა და ამის ნახვა ძალიან მძიმე იყო. 7 დღე გავატარე იქ და მახსოვს თუ როგორ ვებრძოდით ხანძარს. არ შემიძლია მადლობა არ ვუთხრა იმ მეხანძრე-მაშველებს, მათ თავდაუზოგავად იშრომეს, ასევე ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც პროცესში ჩართულნი იყვნენ.

გამოწვევა, რომლის წინაშე არა მარტო ეს მუნიციპალიტეტი დგას და უნდა დავძლიოთ, არის უმუშევრობა. ჩვენ შეგვიძლია, რომ აქ, ყველა მიმართულებით შევქმნათ შესაძლებლობები, რომელსაც თქვენ უნდა იყენებდეთ და ამაში ჩართული უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობა, ახალგაზრდობა – კანდიდატი სწორედ ამ მიმართულებით უნდა იყოს მოწადინებული, რომ თითოეულ ბორჯომელს, ახალგაზრდებს დაეხმაროს იმ პოტენციალის განხორციელებაში, რომელიც გააჩნია. ჩვენ ამის მოლოდინი გვაქვს.

როდესაც ამ უნიკალურ ადგილას ვიმყოფები, აუცილებლად უნდა ვახსენო ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი რომელიც მსოფლიოში გამოირჩევა თავისი უნიკალური ბიომრავალფეროვნებით. ჩვენი პოლიტიკაა, შევქმნათ ის ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის განვითარებას.

შეგვიძლია შევქმნათ ის ღირებულებათა ჯაჭვი, რომელიც სხვადასხვა მიმართულებების განვითარებას შეუწყობს ხელს, იქნება ეს ბიოლოგიურად სუფთა პროდუქცია თუ სხვა.

ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, რომლის წინაშეც ვდგავართ ეს არის პანდემია და ყველას მოგიწოდებთ ვაქცინაციისკენ, რათა დავიცვათ ჩვენი ოჯახები, ახლობლები. აუცილებელია ერთად გავუმკლავდეთ პანდემიას და აქვე, დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ ექიმს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც ყოველდღიურად ებრძვიან უხილავ მტერს.

არჩევნები რომელსაც ჩავატარებთ, ძალიან მნიშვნელოვანია. არსებობს მკაფიო გეგმები ცენტრალური ხელისუფლების მხრიდან თუ როგორ გავაძლიეროთ რეგიონები და რომ შევძლოთ ამ გეგმების სრულფასოვნად განხორციელება, აუცილებელია ძლიერი თვითმმართველობა – მერი და საკრებულო.

ჩვენ ამ არჩევნებზე არ ვირჩევთ მხოლოდ მერს, ვირჩევთ იმ გუნდს საკრებულოში, რომელიც მერს უნდა დაეხმაროს შეასრულოს დაპირებები. ამიტომ გთხოვთ, რომ ვიაქტიუროთ არჩევნებზე და მხარი დაუჭიროთ კანდიდატს, გუნდს, რომელსაც ალტერნატივა არ ჰყავს.

დარწმუნებულიც ვართ, რომ ჩვენ დამაჯერებლად გავიმარჯვებთ“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით სთავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved