• რეკლამა
  • კონტაქტი
09:48, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კუჭავა: ცნობილი ქედის „ცოლიკაური“ და „ჩხავერი“, რომელიც ყველას გვიყვარს და ვაგემოვნებთ, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მთიანი აჭარიდანაა და კლიმატიდან გამომდინარე, გამორჩეული და განსაკუთრებული გემოს მატარებელია

ალია ავტორი - ალია
12:48 08-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
35

ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მათ, ვისაც უყვარს მთაში სიარული, ზუსტად ეს მთები უნდა ნახონ, თუ რამდენად განსხვავებულია საქართველოს ნებისმიერი კუთხისგან და რამდენად მრავალფეროვანი, საინტერესოა ბუნებაა აქ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ქედაში, „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის როლანდ ბერიძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მიხარია, რომ კიდევ ერთხელ დავბრუნდი ამ ულამაზეს მხარეში. როდესაც თითოეული ქართველი, თუნდაც უცხოელი აჭარაზე საუბრობს, პირველი რაც მოაგონდება ეს არის ზღვა, სანაპირო, აჭარული ხაჭაპური და სამწუხაროდ, ძალიან ცოტა საუბრობს მთიან აჭარაზე, რომელიც მართლაც უნიკალური და გამორჩეულია-არ ვგულისხმობ მხოლოდ ბუნებას, თავის სუბტროპიკული ჰავით და კლიმატით, რაც აბსოლუტურად სხვა რეალობას ქმნის.

ყველას მოვუწოდებ, განსაკუთრებით ახალგაზრდებს, მათ, ვისაც უყვარს მთაში სიარული, ზუსტად ეს მთები უნდა ნახონ, თუ რამდენად განსხვავებულია საქართველოს ნებისმიერი კუთხისგან და რამდენად მრავალფეროვანი, საინტერესოა ბუნებაა აქ. მხოლოდ ეს არ არის.

კიდევ ძალიან ბევრი საკითხია, რაც აუცილებელია ვიცოდეთ. მაგალითად მეღვინეობა – მეღვინეობაზე საუბრისას, ყველას ახსენდება კახეთი, ქართლი. ბევრმა იცის, მაგრამ უფრო მეტმა უნდა გაიგოს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მეღვინეობა ქედაში. ცნობილი ქედის „ცოლიკაურით“, „ჩხავერით“, რომელიც ყველას გვიყვარს და ვაგემოვნებთ, ბევრმა შეიძლება არ იცოდეს, რომ მთიანი აჭარიდანაა და კლიმატიდან გამომდინარე, გამორჩეული და განსაკუთრებული გემოს მატარებელია. აღარ ვსაუბრობ სოფლის მეურნეობაზე – ხილის გადამამუშავებელი საწარმოებიდან დაწყებული, ბევრი მიმართულებაა და ამ საქმიანობაში ჩართულია მრავალფეროვანი, მრავალეთნიკური მოსახლეობა, რომელიც შრომობს და ქმნის სარგებელს თავისი ოჯახისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის. ვთვლი, რომ შესაძლებლობები, პოტენციალი გაცილებით დიდია და ზუსტად ეს უნდა იყოს ახალი მერის, საკრებულოს საზრუნავი. ის სიმდიდრე, რომელიც აქ არის და მთელი ქვეყნის სიმდიდრეა, მაქსიმალურად უნდა მივიტანოთ თითოეულ ადამიანამდე, რადგან აგროტურიზმს, ეკოტურიზმს ნამდვილად დიდი პოტენციალი აქვს . ყველა უნდა ესტუმროს მთიან აჭარას, თავისი წვლილი შეიტანოს შიდა ტურიზმის განვითარებაში და დატკბეს ამ ხალხთან ურთიერთობით, სილამაზის დათვალიერებით. სოფლებთან კომუნიკაცია, ახალგაზრდობის მეტი ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში -ესაა ის, რასაც ჩვენ მერისგან და საკრებულოსგან ველოდებით და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება. თქვენ გყავთ ძლიერი კანდიდატი, რომლის გამარჯვებაშიც დარწმუნებულები ვართ და ოთხი წლის შემდეგ, ჩვენ აუცილებლად ვისაუბრებთ კონკრეტულ შედეგებზე, რასაც ახალმა მერმა, საკრებულომ, „ქართული ოცნების“ გუნდმა მიაღწია ამ მუნიციპალიტეტში“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved