ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე დედაქალაქში, როდესაც უკანონოდ ხდება სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების დატაცება. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა
მისი თქმით, ამ პროცესმა უკვე სისტემატური ხასიათი მიიღო. მან მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას დაავალა, რომ მოქმედება დღეიდანვე დაიწყოს.
„ძალიან ბევრი შემთხვევაა უკვე დედაქალაქში, როდესაც უკანონოდ ხდება სახელმწიფო და მუნიციპალური მიწების მიტაცება. ეს კატეგორიულად მიუღებელია და ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ამ პროცესმა უკვე მიიღო სისტემატური ხასიათი და მინდა დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ლევან ჯღარკავას, რომ დღეიდანვე დაიწყოს მოქმედება. მე ვიცი, რომ კონკრეტულ ლოკაციებზე თქვენ გაფრთხილებებიც გაქვთ მიცემული, რომ განხორციელდეს იმ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი. თუ ეს არ განხორციელდება, შეგიძლით მიხვიდეთ და თქვენვე განახორციელოთ დემონტაჟი. კატეგორიულად მიუღებელია, რომ ვინმემ სახელმწიფო და მუნიციპალური ქონება მიიტაცოს. ეს არც ჩემი და არც რომელიმე ჩვენგანის ქონებაა, ეს სახელმწიფო ქონებაა და არავის ექნება იმის უფლება, რომ ეს მიიტაცოს. იმ ადამიანებს რა პასუხს ვცემთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება? დღესვე დაიწყეთ მუშაობა და ასევე შეგიძლიათ დაიხმაროთ შსს. მე მქონდა საუბარი მინისტრთან, თქვენ გექნებათ თანადგომა, რომ ეს უმსგავსობა დავამთავროთ“, – განაცხადა კალაძემ.














კომენტარები