• რეკლამა
  • კონტაქტი
04:56, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძემ მხარდამჭერთა დარბაზი გახსნა, რომელსაც თემურ მიქელაძე უხელმძღვანელებს

ალია ავტორი - ალია
21:48 09-03-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ მხარდამჭერთა დარბაზი გახსნა.

კახა კალაძემ კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თბილისელებს ნდობისა და თანადგომისთვის.

მისი თქმით, მხარდამჭერთა  დარბაზში ყველა თაობის და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენელს ექნება შესაძლებლობა, მივიდეს და ქალაქის განვითარებაზე იმსჯელოს.

„დღეს ვხსნით ჩემს მხარდამჭერთა დარბაზს. დღეიდან ეს იქნება ადგილი, სადაც სხვადასხვა თაობის, სხვადასხვა დარგის წარმომადგენლებს გექნებათ შესაძლებლობა, მობრძანდეთ, ვიმსჯელოთ ქალაქის განვითარებაზე, კეთილდღეობაზე, სამომავლო გეგმებზე. ამავდროულად, მომდევნო დღეებში ვაპირებ, წარმოვადგინო ჩემი საარჩევნო პროგრამა „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში” და კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ საზოგადოებას, თუ რა დგას ამ სიტყვების უკან, რა კონკრეტული პროექტები განხორციელდება, როგორია ჩემი ხედვა ქალაქთან დაკავშირებით და როგორ წარმომიდგენია ქალაქის განვითარება მომდევნო წლებში, არა მხოლოდ ოთხი წლის განმავლობაში, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში”, – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.

კახა კალაძემ მხარდამჭერთა დარბაზის ხელმძღვანელად ცნობილი  პედიატრი თემურ მიქელაძე დაასახელა.

„ძალიან მიხარია, რომ გვაქვს ადგილი, სადაც სხვადასხვა ტიპის შეხვედრებს გავმართავთ. რა თქმა უნდა, გვექნება საინტერესო საუბრები ჩვენს ქალაქთან დაკავშირებით. დღეიდან, ამ ადგილის კარი ღიაა ყველა ადამიანისთვის. ყველა ასეთ პროექტს სჭირდება თავისი ხელმძღვანელი. მინდა წარმოგიდგინოთ ადამიანი, რომელსაც მთელი თბილისი ძალიან კარგად იცნობს – ექიმი, პედიატრი, ყველასათვის საყვარელი ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებით უყვარს ჩვენი ქალაქი, ქალაქელები – თემურ მიქელაძე. სწორედ ის უხელმძღვანელებს მხარდამჭერთა დარბაზს. ეს ადამიანი ემსახურება ყველაზე ძვირფასს – ჩვენი შვილების, მომავალი თაობების ჯანმრთელობისა და სიცოცხლის უსაფრთხოებას.

თემური დღესაც ბრძოლის წინა ხაზზე დგას და ებრძვის იმ ვირუსს, რომელსაც სამწუხაროდ, ვერ ვხედავთ. მჯერა, ერთიანი ძალისხმევით, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ვირუსი ძალიან მალე დავამარცხოთ”, – აღნიშნა კახა კალაძემ.

ღონისძიების დასასრულს კახა კალაძემ საკუთარ მხარდამჭერებს საარჩევნო კლიპი წარუდგინა.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved