• რეკლამა
  • კონტაქტი
10:13, სამშაბათი, 1 სექტემბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე – ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის

ალია ავტორი - ალია
18:16 10-31-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის, გვინდა, მოვუწოდოთ სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ, რათა იმთავითვე აღიკვეთოს კანონის დარღვევისა და ძალადობის ნებისმიერი მცდელობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

„გვინდა, გამოვეხმაუროთ რადიკალური ოპოზიციის დესტრუქციულ ქმედებებს, რომელთა მიზანი არჩევნებისთვის ჩრდილის მიყენებაა. ამ გეგმის შესახებ ჩვენ გვქონდა მათი ე.წ. რევოლუციური შტაბიდან გამოჟონილი ინფორმაცია, რაც დადასტურდა კიდეც. დღეს ამ შტაბის წევრები პისტოლეტებით შეიარაღებულები დარბიან საარჩევნო უბნებზე და ყველას გვახსენებენ იმ მძიმე საარჩევნო პრაქტიკას, რომელიც მათი ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში იყო ჩამოყალიბებული. ჩვენ გავაფრთხილეთ საზოგადოება, მედია და საერთაშორისო პარტნიორები იმის შესახებ, რომ რადიკალური ოპოზიცია არჩევნების 16:00 საათიდან გეგმავდა მძიმე პროვოკაციების მოწყობას. ჩვენ ასევე გავაფრთხილეთ ყველა იმის შესახებ, რომ პროვოკაციების ეპიცენტრად განიხილებოდა რამდენიმე მუნიციპალიტეტი და რაიონი – მათ შორის ბოლნისი, დმანისი, მარნეული და გლდანი. თუ დააკვირდებით, მათი ზონდერების კონცენტრაცია და პროვოკაციები ძირითადად სწორედ ამ რაიონებში ფიქსირდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე გლდანში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ე.წ. კრიმინალურმა ავტორიტეტმა, ირაკლი ეძგვერაძემ, მეტსახელად „ჭყიპინამ“ მძიმე პროვოკაცია მოაწყო.

„ყველას შევახსენებ, რომ არჩევნები ერთი დღე გრძელდება. დღეს საღამოს დაფიქსირდება „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შთამბეჭდავი გამარჯვება და ჩვენი პარტია მიიღებს დაახლოებით 100 მანდატს საქართველოს პარლამენტში. ამის თქმის უფლებას მაძლევს ის აქტივობა და მხარდაჭერა, რაც დღეს ფიქსირდება საარჩევნო უბნებზე. მინდა, კიდევ ერთხელ მივმართო ყველას, ვინც ადგენდა და ახორციელებდა დესტრუქციულ გეგმებს, მთელი სიმკაცრით აგებს პასუხს კანონის წინაშე. ზონდერებისა და დივერსანტების დრო ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. გვინდა მოვუწოდოთ სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ყურადღებისკენ, რათა იმთავითვე აღიკვეთოს კანონის დარღვევისა და ძალადობის ნებისმიერი მცდელობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

წინანდლის ფესტივალი
ახალი ამბები

ქართველი არტისტები წინანდლის ფესტივალზე

15:28 08-31-2026
ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?
ახალი ამბები

ქობულეთი, ბათუმი თუ ურეკი: სად ჯობია ბინის ყიდვა?

13:28 08-31-2026
YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი
ახალი ამბები

YouTube პოდკასტის „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი გულშემატკივრობის ფენომენს ეთმობა – თიბისი

13:24 08-31-2026
სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი
ახალი ამბები

სილქფესტის ულიმიტო და სხვა პირობებს სპეციალურ ფასად ჩაირთავს მომხმარებელი

13:14 08-31-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved