• რეკლამა
  • კონტაქტი
05:59, პარასკევი, 1 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე: ვაშლიჯვარში, მეწყრულ ზონაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად გავამკაცრეთ

ალია ავტორი - ალია
12:09 03-24-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვაშლიჯვარში, მაჭავარიანის ქუჩის მიმდებარედ არსებულ მეწყრულ ზონაში უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად არის გაძლიერებული.

როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, კონკრეტული მედიასაშუალებები მიზანმიმართულად ავრცელებენ დეზინფორმაციას და მოსახლეობაში პანიკას თესავენ.

„მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ მეწყერს. სამწუხაროდ, უნდა აღვნიშნო, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, კონკრეტულ მედიასაშუალებებში მიზანმიმართულად ხდება დეზინფორმაციის გავრცელება და პანიკის დათესვა. პირველ რიგში, იყო საუბარი იმაზე, თითქოს, დედაქალაქის მერიამ დამალა ეს პრობლემა ან პირიქით, არც იცოდა ამის შესახებ. ჩვენ ვსაუბრობთ პრობლემაზე, რომელიც დედაქალაქში რამდენიმე ათეული წელია არსებობს. რა თქმა უნდა, ჩვენც ვიცოდით ამის შესახებ და მეტიც, ეს ყველაფერი ოფიციალურ ვებგვერდზე – www.tas.ge-ზე ატვირთული იყო. ნებისმიერ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, ენახა ინფორმაცია ყველა იმ პრობლემურ ადგილთან დაკავშირებით, რომელიც ქალაქში გვაქვს. ეს არ ეხება მხოლოდ და მხოლოდ ვაშლიჯვრის მიმდებარე ტერიტორიას. სამწუხაროდ, თბილისში მსგავსი მეწყერსაშიში ადგილები კიდევ გვაქვს, რომლებიც ჩვენ მიერ ოფიციალურად გამოქვეყნებულია. სამუშაოების ფარგლებში, ყოველდღიურად ვაკვირდებოდით არსებულ ფერდს და როცა გაჩნდა იმის საშიშროება, რომ პრობლემები შეიძლებოდა შექმნილიყო, მოძრაობა მაშინვე ორმხრივად ჩაიკეტა. ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას წერილობითაც ვაცნობეთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დაავალა, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში ჩართოს ის პირები, რომლებიც დედაქალაქში მეწყერსაშიში ზონების თემაზე მუშაობენ და სურთ, პროცესებში მონაწილეობა მიიღონ.

„რა თქმა უნდა, პირველივე დღიდან შევქმენით სამუშაო ჯგუფი და ამ პროცესებში ჩავრთეთ გარემოს ეროვნული სააგენტოს, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლები, ასევე, დარგის სპეციალისტები. მათ ორი დღეა დაემატნენ გერმანელი სპეციალისტები. ეს ადამიანები მუშაობდნენ წყნეთი-ახალდაბას მეწყრული გზის აღდგენაზე და ასევე, შეშელიძის ქუჩაზე, სადაც სერიოზული პრობლემა იდგა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ვიცი, რომ არიან გარკვეული დაინტერესებული ჯგუფები, ექსპერტები, ვინც ქალაქში მსგავს ტერიტორიებს სწავლობენ და ბევრი ინფორმაცია აქვთ. მინდა, ჩემს მოადგილე ირაკლი ბენდელიანს დავავალო, რომ ეს ადამიანები ჩართოთ სამუშაო ჯგუფში და ერთობლივი ძალებით, რაც შეიძლება სწრაფად მოვაგვაროთ კონკრეტული პრობლემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება მიმდინარე სამუშაოებს, დედაქალაქის მერის თქმით, პრობლემის მოგვარების მიზნით, რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მათ შორის, დამონტაჟდება სპეციალური მონიტორინგის სისტემა. ასევე, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები მუნიციპალიტეტს სთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად, განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები და დრენაჟი.

„ამ ეტაპზე, სამუშაო ჯგუფი განაგრძობს კვლევა-პროექტირებას ჩვენ მიერ მოწვეულ გერმანელ სპეციალისტებთან ერთად. მათ დადებითად შეაფასეს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით გადადგმული ნაბიჯები, რომ მოძრაობა ჩაიკეტა ორმხრივად და სამუშაოები შეჩერებულია. ამასთან, იქნა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღებული, რომ უნდა დამონტაჟდეს სპეციალური მონიტორინგის სისტემა, რაც მოგვცემს საშუალებას, არ გამოგვრჩეს არავითარი ცვლილება. გარდა ამისა, გერმანელი ინჟინერ-გეოლოგები გვთავაზობენ, რომ მონიტორინგთან ერთად განხორციელდეს გამაგრების სამუშაოები და დრენაჟი. უფრო მეტად დაკონკრეტდება მისაღები ზომები კვირის ბოლოსკენ, როცა უკვე გვექნება სამუშაო ჯგუფის მიერ განხორციელებული კვლევის პირველადი მონაცემები. სიტუაციას ვაკონტროლებთ, ყოველდღიურად ვაკვირდებით მიმდინარე მოვლენებს. მოსახლეობას არანაირი პანიკის საფუძველი არ აქვს. თუ რაიმე იქნება, პირველ რიგში ჩვენ მივაწოდებთ მოსახლეობას სრულყოფილ ინფორმაციას. მოვუწოდებ ყველა მედიასაშუალებას, ექსპერტს, რომ არ გაავრცელონ არასწორი ინფორმაცია. ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ უსაფრთხოება და ვცდილობთ, იქ არ შევუშვათ მოქალაქეები. ძალიან ბევრი ადამიანი ადის, ნახულობს და მერე ჩამოაქვთ არასწორი ინფორმაცია, აქვთ მცდელობა პანიკა დათესონ. თუ მათ რეალურად გული შესტკივათ არსებულ მდგომარეობაზე, ჩვენი კარი ღიაა და შეუძლიათ, სამუშაო ჯგუფში ჩაერთონ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კახა კალაძის თქმით, აღნიშნული მეწყერსაშიში ზონის მიმდებარედ, საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის არანაირი სამუშაო არ განხორციელებულა და არც მომავალშია დაგეგმილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა
ახალი ამბები

ბიზნესების მხარდასაჭერად, თიბისიმ IFC-სა და CDP-ისთან პარტნიორობა გააფორმა

12:09 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved