• რეკლამა
  • კონტაქტი
06:27, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე: შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა

ალია ავტორი - ალია
20:35 09-20-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
44

თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთვის კარგი მწვრთნელი იქნებოდა.

ამის შესახებ კახა კალაძემ შესაბამისი შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა და აღნიშნა, რომ არველაძის უარი მისთვის გაუგებარი იყო.

„რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს აქვს თავისი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ძალიან გამიხარდებოდა, თუ შოთა არველაძე ეროვნული ნაკრების მწვრთნელი იქნებოდა. როგორც ვიცი, ამასთან დაკავშირებით, რამდენჯერმე შეთავაზებაც იყო, თუმცა, მან უარი განაცხადა, რაც ძალიან სამწუხაროა, იმიტომ, რომ თუ რაიმე გაგვაჩნია ჩვენ და წარმატებას მივაღწიეთ, ეს წარმატება ვის უნდა მოვახმაროთ, თუ არა ჩვენს ქვეყანას, ფეხბურთს, სპორტს, ეროვნულ ნაკრებს?! გულწრფელად გეტყვით, ცოტა გაუგებარი იყო მისი უარი ჩემთვის, რადგან მგონია, რომ ის ეროვნული ნაკრებისთვის ძალიან კარგი მწვრთნელი იქნებოდა“, –  განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციასა და ეროვნულ ნაკრებს, თბილისის მერი აცხადებს, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია ინფრასტრუქტურის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს.

„ძალიან სამწუხარო იყო ის მარცხები, რაც ვნახეთ, თუმცა, ასევე, ძალიან სასიამოვნო იყო ის შესაძლებლობები, რაც ეროვნულ ნაკრებს ჰქონდა, რომ ევროპაზე მოხვედრილიყო. ძალიან წარმატებული საფეხბურთო თამაშები ჩაატარეს, მაგრამ ფეხბურთში ყოველთვის არის აღმავლობა და დაღმავლობა. ძალიან სამწუხაროა ეს. რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, ძალიან  მომწონს, რასაც ფედერაცია აკეთებს. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ინფრასტრუქტურის განვითარებას, რომლის ყველაზე დიდი ნაკლებობაა დღეს ქართულ ფეხბურთში და ეს, რა თქმა უნდა, მომდევნო წლების განმავლობაში, შედეგს გამოიღებს იმ თვალსაზრისით, რომ ფეხბურთით ბევრი ახალგაზრდა ინტერესდება. მათ ეძლევათ შესაძლებლობა, ითამაშონ ისეთ მოედნებზე, როგორიც ევროპულ, განვითარებულ ქვეყნებშია. ყველა შემთხვევაში, ეს ძალიან კარგ და დიდ შედეგს მოიტანს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს წარმატებისთვის ბევრი კარგი და ძლიერი ფეხბურთელი სჭირდება.

„გვჭირდება ძლიერი, ბევრი წარმატებული ფეხბურთელი, რომლებიც იმ თამაშის ჩვენებას შეძლებენ, რომელიც ეროვნულ ნაკრებს სჭირდება იმისთვის, რომ წარმატებებს მივაღწიოთ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved