• რეკლამა
  • კონტაქტი
00:23, ოთხშაბათი, 12 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე: ქალაქში რაც შეიძლება მეტი ავტობუსის ზოლი უნდა გაჩნდეს, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა დაბრკოლების გარეშე შეძლოს გადაადგილება

ალია ავტორი - ალია
11:56 06-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ქალაქში რაც შეიძლება მეტი ავტობუსის ზოლი უნდა გაჩნდეს, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, რომელსაც დღის განმავლობაში 100 ათასობით ადამიანი გადაჰყავს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლოს გადაადგილება, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას.

კახა კალაძის თქმით, სატრანსპორტო პოლიტიკაში რევოლუციური ცვლილებები ხორციელდება.

„ჩვენ შევიმუშავეთ ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომლის განხორციელებას გარკვეული დრო დასჭირდება, მაგრამ საზოგადოება პირველ ნაბიჯებს უკვე ხედავს. ეს იყო ჩვენი დაპირება – ავტობუსების ჩანაცვლების პროექტი. ყველას გვახსოვს ის ყვითელი ავტობუსები, რომლებიც თბილისს ემსახურებოდა, იყო უმძიმეს მდგომარეობაში, პრობლემას წარმოადგენდა მგზავრებისთვის გადაადგილების თვალსაზრისით და ასევე ქალაქში ჰაერის დაბინძურებაში მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო. დღეს კი საზოგადოება ხედავს, რომ პროექტი უკვე ჩაშვებულია, დაწყებულია მწვანე ავტობუსების შემოყვანა, 8,10, 12-მეტრიანი ავტობუსები და ბოლო ეტაპი იქნება 18-მეტრიანი ავტობუსები.

ასევე მნიშვნელოვანია მიკროავტობუსების ნაწილი, სადაც უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით და დაწყებულია ახალი მიკროავტობუსების შემოყვანა.

ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი მნიშვნელოვანია, ახალი ავტობუსები და მიკროავტობუსები მნიშვნელოვანია, მაგრამ თუ მათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ ექნებათ და ქალაქში არ იქნება ავტობუსის ზოლები, ამ რეფორმის განხორციელებას აზრი ეკარგება. შესაბამისად, ინფრასტრუქტურულადაც ამ რეფორმის განხორციელებას უნდა მივყვეთ და ქალაქში რაც შეიძლება მეტი ავტობუსის ზოლი უნდა გაჩნდეს იმისთვის, რომ საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა, რომელსაც დღის განმავლობაში 100 ათასობით ადამიანი გადაჰყავს, ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეძლოს გადაადგილება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ახალი ამბები

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის – შეცვალე საბურავები „თეგეტა მოტორსთან“ ერთად

16:22 11-11-2025
თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის გალერეა დავით მესხის და ტონი ჯასთის გამოფენას მასპინძლობს

14:36 11-11-2025
Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში
ახალი ამბები

Avia.ge-ს ახალი ლოკაცია თბილისში

19:09 11-10-2025
მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის
ახალი ამბები

მოემზადე თიბისი განაწილების მორიგი წყვილი თარიღისთვის

14:30 11-10-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved