• რეკლამა
  • კონტაქტი
13:48, ორშაბათი, 23 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე მომღერლების ბულინგზე: ეს არის ლიბერალური ფაშიზმის ნათელი მაგალითი

ალია ავტორი - ალია
12:42 12-27-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
236

თბილისის მერის განცხადებით, იმ მომღერლების ბულინგი, რომლებიც საახალწლო კონცერტებში არიან ჩართული, ლიბერალური ფაშიზმის ნათელი მაგალითია.

როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, რადიკალური ჯგუფები შეურაცხყოფას აყენებენ ყველას, ვისაც მათგან განსხვავებული მოსაზრება გააჩნია.

„ეს არის ლიბერალური ფაშიზმის ნათელი მაგალითი. სამწუხაროდ, ეს მხოლოდ მომღერლების მიმართულებით არ ხდება. ყველა სფეროში იგივეა: თუკი ვინმე აფიქსირებს განსხვავებულ მოსაზრებას, თუკი ვინმე ფიქრობს სხვანაირად, ვიდრე ეს რადიკალები, მაშინვე იწყება ბულინგი, გაკეთებული აქვთ ე.წ. ბოტების ჯგუფები, შეუვარდებიან, აყენებენ შეურაცხყოფას, მიდის ცინიზმი, მუქარები და ა.შ. ამას ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავრებთ.

ლიბერალური ფაშიზმი უნდა დამთავრდეს ქვეყანაში, კატეგორიულად მიუღებელია. ისინი გვანახებენ, როგორი არ უნდა იყოს ადამიანი. ადამიანს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული მოსაზრება, ეს მისი უფლებაა, სად არის მაშინ დემოკრატია? ხომ გვინდა დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა? ეს არის მათეული დემოკრატია, ამ ტიპის ხედვა აქვთ დემოკრატიასთან დაკავშირებით. როდესაც ხელისუფლებაში იყვნენ, ფეხქვეშ რომ ჰქონდათ გათელილი ადამიანის უფლებები, გამოხატვის თავისუფლება, საკუთრების უფლება. შეიცვალნენ? იმავეს აკეთებენ დღეს ოპოზიციიდან, უბრალოდ რესურსები აქვთ ნაკლები, თორემ დღესაც დახოცავდნენ ხალხს და შემოალაგებდნენ ჯიხურების თავზე, მაგრამ დღეს ამის საშუალება არ გააჩნიათ და ამას აკეთებენ სიტყვით, ბულინგით, თავიანთი ტელევიზიების საშუალებით, რომლებიც აღვივებენ პოლარიზაციას. ამ ყველაფერს დავამთავრებთ ჩვენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?
ახალი ამბები

სიმპტომი, რომლის დროსაც სასწრაფოდ უნდა მიმართო ოფთალმოლოგს – მხედველობის რა ნაწილი აღდგება კატარაქტას ოპერაციის შედეგად?

16:34 02-20-2026
აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის აქციაში სასურველი პირობა და ჩაირთე რჩეული პაკეტები!

11:13 02-20-2026
„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ
ახალი ამბები

„მეტროპოლის“ საცხოვრებელი სივრცეები თბილისსა და მის ფარგლებს გარეთ

18:07 02-19-2026
რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?
ახალი ამბები

რას სთავაზობს კრედო ბანკი შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ფერმერებს?

15:36 02-19-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved