• რეკლამა
  • კონტაქტი
11:12, შაბათი, 28 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე: მნიშვნელოვანი დღეა გლდანისთვის – იხსნება იუსტიციის სახლის ფილიალი, სადაც შესაძლებელი იქნება 500-მდე სახელმწიფო სერვისის მიღება

ალია ავტორი - ალია
14:20 09-30-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
63

გლდანში იუსტიციის სახლის ფილიალი გაიხსნა, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობას 500-მდე სერვისს თანამედროვე და კომფორტულ გარემოში მიაწვდის.

„მართლაც მნიშვნელოვანი დღეა გლდანისთვის. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო იუსტიციის მინისტრს, სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, რადგან ამ რაიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანია აღნიშნული პროექტის განხორციელება, სადაც ყოველდღიურად შესაძლებელი იქნება 500-მდე სახელმწიფო სერვისის მიღება. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ადგილობრივებს მუნიციპალური სერვისების მიღება გლდანის რაიონის გამგეობაში შეუძლიათ.

გუშინ გვქონდა შესაძლებლობა, რაიონში გაგვეხსნა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი რეკრეაციული სივრცე გლდანის ტბის გარშემო, დღეს კი საშუალება მქონდა, ახალი საბავშვო ბაღი გამეხსნა ზაჰესში. დღესვე იხსნება იუსტიციის სახლი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ეს, რა თქმა უნდა, არ იქნება პირველი და ბოლო პროექტი. იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს მსგავსი ტიპის პროექტების განხორციელებას.
გქონდეთ ჩვენი, მუნიციპალიტეტის, მერიის თითოეული თანამშრომლის მხარდაჭერის იმედი. ყველანაირად ხელს შეგიწყობთ, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი საჭირო და აუცილებელი პროექტები განხორციელდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

იუსტიციის სახლის გლდანის ფილიალი ომარ ხიზანიშვილის ქუჩა №81-შია განთავსებული და 3 799 კვადრატულ მეტრს მოიცავს. დედაქალაქში, იუსტიციის სახლის ცენტრალური და გლდანის ფილიალების გარდა, ვარკეთილის ფილიალიც მუშაობს. კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი დიდ დიღომში განხორციელდება, სადაც იუსტიციის სახლის ფილიალის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება. იუსტიციის სახლის მომსახურებით, მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედ 125 ფილიალში, ყოველდღიურად, 20 000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე
ახალი ამბები

სილქფესტი ულიმიტო კომბინაციებს  და მრავალფეროვან პაკეტებს შეთავაზებს მომხმარებლებს უქმეებზე

09:00 03-28-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved