• რეკლამა
  • კონტაქტი
18:28, პარასკევი, 16 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე – მიხარია რომ თბილისში საპარკე კულტურა დამკვიდრდა

ალია ავტორი - ალია
12:36 09-07-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას შეხვდა. წინასაარჩევნო შეხვედრა დედაქალაქის საკრებულოში რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ზურაბ აბაშიძესთან ერთად, ვერის ბაღში გაიმართა.

თბილისის მერობისა და მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე რაიონში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ ისაუბრეს და მათ სამომავლო გეგმები გააცნეს. ასევე, ადგილობრივებს ვერის ბაღის შემდგომი რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და პროექტში მაქსიმალური ჩართულობისკენ მოუწოდეს.

„ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ყველა მიმართულებით, ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განვახორციელეთ. მომდევნო ოთხი წელი კი იქნება კიდევ უფრო მეტი აღმშენებლობისა და განვითარების. მსიამოვნებს, როდესაც მოწესრიგებულ სკვერებსა და პარკებში ყველა ასაკის ადამიანს შეხვდებით. რა თქმა უნდა, ეს კულტურა შემოვიდა და ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ამ ყველაფერს ბიძგი ჩვენს მიერ გაკეთებულმა საქმეებმა, განახლებულმა სკვერებმა მისცა. ასეთი იქნება ვერის ბაღიც, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდება. პროექტის განხორციელებაში საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები გვეხმარებიან და სამუშაოებს ძალიან მალე დავიწყებთ. ზურაბ აბაშიძის მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საკრებულოში უნდა იყოს უმრავლესობით წარმოდგენილი, რათა შევძლოთ იმ დაპირებების შესრულება, რაზეც გესაუბრებით და რომლებიც პროექტების სახით გვაქვს წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ადგილობრივებთან შეხვედრაზე ხაზი მთაწმინდის რაიონში არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მნიშვნელობასა და მათი აღდგენა-რეაბილიტაციის საკითხზეც გამახვილდა. აღინიშნა, რომ მომდევნო წლებში, დედაქალაქში ისტორიული შენობების შენარჩუნებისა და რეკრეაციული სივრცეების აღდგენის მიზნით, არაერთი პროექტი განხორციელდება.

„მთაწმინდის რაიონი გამოირჩევა კულტურულ-ისტორიული დატვირთვით, ძეგლებით და განსაკუთრებით, ადამიანებით. ჩვენი ზრუნვის მთავარი საგანი სწორედ ეს არის და იქნება შემდგომი ოთხი წლის განმავლობაში. მე ოთხი წელი არ ვცხოვრობდი საქართველოში, ვემსახურებოდი სახელმწიფოს, ვიყავი ელჩი ყაზახეთის რესპუბლიკაში. ყოველ წელიწადს, როცა მიწევდა ჩამოსვლა, ვხედავდი, თუ როგორ მიდიოდა წინ დედაქალაქში არსებული ვითარება რეკრეაციული სივრცეების კუთხით. იმდენი რაღაც გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში კახა კალაძის დამსახურებით, რომ არა პანდემია, რა თქმა უნდა, უფრო მეტიც გაკეთდებოდა. დარწმუნებული ვარ, არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, კახა კალაძე და მისი გუნდი განაგრძობს მუშაობას, რომ დაწყებული პროექტები ბოლომდე მივიდეს“, – აღნიშნა მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა.

ვერის ბაღის რეაბილიტაციისთვის საკონსულტაციო-საპროექტო მომსახურების შესყიდვა აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ამ ეტაპზე, დაინტერესებულ კომპანიათა მიერ წარმოდგენილი წინადადებების განხილვა/შეფასება მიმდინარეობს.

მთაწმინდის რაიონში გამართულ შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved