„არ ველოდი თუ გახარია კანდიდატურად დააყენებდა ჩემ წინააღმდეგ. მას არა თუ მოგების, მეორე ადგილზე გასვლის შანსიც არ ჰქონდა”, – აღნიშნული განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის ” ეთერში გააკეთა.
მისი განმარტებით, ის თუ რატომ გადადგა გიორგი გახარია პრემიერ-მინისტრის პოსტიდან, მის მიერ გადადგმული ნაბიჯებით ცხადი ხდება.
„გულწრფელად ვიტყვი, რომა არ ველოდი თუ გახარია კანდიდატურად დააყენებდა ჩემ წინააღმდეგ. მას არა თუ მოგების, მეორე ადგილზე გასვლის შანსიც არ ჰქონდა. მე მგონია, რომ ამაში ის თავადაც დარწმუნებული იყო. რატომ გადადგა ეს ნაბიჯი უკვე ცხადი ხდება მისი ქმედებებიდან. მის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან ყველაფერი ირკვევა”, – განაცხადა კახა კალაძემ.
კომენტარები