• რეკლამა
  • კონტაქტი
03:19, ხუთშაბათი, 5 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე – დედაქალაქში საცხოვრებელი კორპუსები არსად და არასოდეს აშენდება რეკრეაციული სივრცის ხარჯზე

ალია ავტორი - ალია
14:43 09-11-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

 „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, ადგილობრივი თვითმმართველობის წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, კრწანისის რაიონის მოსახლეობას ხვდება.

მერობის კანდიდატმა მორიგი შეხვედრა რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატ ლევან ჯაფარიძესთან ერთად  გულიას I  ჩიხში, N6 -ში,   იმ ტერიტორიის მიმდებარედ გამართა, რომელიც ადრე გასხვისებული იყო,   ამჟამად კი იქ  სტადიონისა და სკვერის მოწყობის მასშტაბური სამუშაოები მიმდინარეობს. 

როგორც კახა კალაძემ  აღნიშნა, აღნიშნული ტერიტორიის მოსახლეობისთვის დაბრუნება 2017 წლის არჩევნების პერიოდში მისი  ერთ-ერთი საარჩევნო დაპირება იყო, რომელიც წარმატებით შეასრულა.  თბილისის მერობის კანიდადატის თქმით, რეკრეაციული ზონების ხარჯზე საცხოვრებელი კორპუსების აშენების  მავნე პრაქტიკა სწორედ მისმა გუნდმა დაასრულა.

„ურბანული პოლიტიკა განსაზღვრავს ქალაქის ურბანული განვითარების სწორ ვექტორს, როგორ უნდა განვითარდეს ქალაქი. ჩვენ გვახსოვს წლები, როდესაც  ურბანული დაგეგმარება საერთოდ არ ხდებოდა, ქაოტური განაშენინება მიმდინარეობდა. სკვერები, პარკები, სპორტული მოედნები დატაცებული ჰქონდათ იმისთვის, რომ კორპუსები აეშენებინათ. ეს ადგილი არის ნათელი მაგალითი. ტერიტორია გამზადებული იყო იმისთვის, რომ აეშენებინათ კორპუსი. 10 წელი იბრძოდით იმისთვის, რომ ეს დაგებრუნებინათ.  აქ იქნება ძალიან მაგარი სივრცე,  სადაც ყველა თაობის  ადამიანს ექნება დასვენების შესაძლებლობა. უამრავი ასეთი პრობლემა იყო. ვაკის პარკი იყო ანალოგი. ვაკის პარკი არის თბილისისთვის ერთ-ერთი ცენტრალური რეკრეაციული ზონა, სადაც 8-სართულიანი კორპუსი უნდა ჩაედგათ. ეს მიდგომა იყო, არანაირი სიყვარული ქალაქის და პატივისცემა მოსახლეობის არ არსებობდა. ეს   ჩვენ დავასრულეთ და დღეს ჩვენ უკვე სხვა მიდგომები გვაქვს. ვერცერთი რეკრეაციული სივრცის თუ სპორტული მოედნის ხარჯზე ვერ აშენდება  საცხოვრებელი კორპუსები თუ ოფისები. დღეს ქალაქს ყველაზე ყველაზე მეტად სჭირდება მწვანე სივრცეების არსებობა, სჭირდება პარკები, სკვერები. ჩვენ მეტი მსგავსი სივრცე უნდა შევქმნათ ქალაქში და ამ ყველაფერს გავაკეთებთ“, – განაცხადა მერობის კანდიდატმა.

შეხვედრაზე  კრწანისის  მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ლევან ჯაფარიძემ რაიონში დაგეგმილ პროექტებზე, ასევე,  გულიას ქუჩაზე  სკვერის მშენებლობამდე არსებულ პრობლემებზე ვრცლად ისაუბრა და აღნიშნა,   რომ მოსახლეობის მრავალწლიანმა ბრძოლამ, კახა კალაძის უშუალო ძალისხმევით, შედეგი  გამოიღო.

„მე ზუსტად ვიცი, რამხელა გულისტკივილი და ბრძოლა გამოიარეთ ამ წლების განმავლობაში იმისთვის, რომ შეგენარჩუნებინათ ეს ადგილი და არ მიგეცათ საშუალება, აქ აშენებულიყო რაღაც უსახური კორპუსები. მე თქვენი თანდასწრებით ბატონ კახის კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა, რადგან მისი ძალიან დიდი შრომა არის ჩადებული  ამ ყველაფერში.  ძალიან მიხარია, რომ აქ დღეს ყველა ერთად ვართ  მოწმე იმისა, რომ დაიწყო ამ მასშტაბის კეთილმოწყობის სამუშაოები, რომლის შედეგადაც გვექნება ძალიან მაგარი სტადიონი და სკვერი. ამას გარდა, შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ ჩვენი რაიონისთვის“, – განაცხადა ლევან ჯაფარიძემ.

მოსახლეობასთან შეხვედრებს კახა კალაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ამილახვარი და  პარლამენტის  მაჟორიტარი  დეპუტატი ბექა ოდიშარია ესწრებოდნენ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved