• რეკლამა
  • კონტაქტი
07:56, შაბათი, 14 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე – დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, რაც იქნება არა კახა კალაძის, არამედ თბილისის გამარჯვება

ალია ავტორი - ალია
22:23 09-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

ჩვენ გვაქვს კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი, რომელმაც იცის როგორ განახორციელოს წარმოდგენილი პროექტები – განაცხადა  „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას.

კახა კალაძემ მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და თბილისელებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს და როგორ წარმოგვიდგენია ქალაქის განვითარება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს არის კონკრეტული საარჩევნო პროგრამა, რომლის უკან დგას ძლიერი გუნდი,  რომელიც დაკომპლექტებულია პატიოსანი, პროფესიონალი ადამიანებით; გუნდი, რომელმაც იცის, როგორ განახორციელოს ეს პროექტები. წინ გველოდება აღმშენებლობის და განვითარების ოთხი წელი.

მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. ეს არ იქნება მხოლოდ კახა კალაძის ან ჩვენი მხარდამჭერების გამარჯვება, ეს იქნება თბილისის გამარჯვება, რადგან დღეს, თბილისს ყველაზე მეტად სჭირდება საქმიანი ადამიანები, ყველაზე მეტად სჭირდება განვითარება და აღმშენებლობა. ამ ყველაფერს ვერავინ და ვერაფერი შეუშლის ხელს. ვინც წინ აღუდგება ამ ყველაფერს, ის ყოველთვის იქნება დამარცხებული. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ. გავიმარჯვებთ იმისთვის, რომ მეტი სიცოცხლე შევიტანოთ ყველა უბანში, გავაჩინოთ მეტი სკვერი, მეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, ახალი საბავშვო ბაღები. ეს არის ჩვენი ხედვა, იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს საუკეთესო და კომფორტული”, – აღნიშნა თბილისის მერობის კანდიდატმა.

გლდანის ამომრჩევლებს სიტყვით რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა კონსტანტინე ზარნაძემაც მიმართა და კახა კალაძეს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„მადლობა მინდა გადავუხადო კახა კალაძეს, რომ მომცა საშუალება, ამ რაიონზე გაათმაგებული ძალით ვიზრუნო. არ მიღირს არც ერთი თანამდებობა იმად, რომ ხვალ და ზეგ, ვინმემ ჩემი ოჯახის წევრს, ჩემს შვილს, ან დედაჩემსა და მამაჩემს უთხრას, რომ დანაპირები ვერ შევუსრულე და მოვატყუე. გუშინდელმა დებატებმაც აჩვენა, რომ კახა კალაძის ხელმძღვანელობით, ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, ვისაც აქვს სწორი ხედვა, თუ როგორ უნდა განვითარდეს გლდანის რაიონი და ქალაქი”, – აღნიშნა კონსტანტინე ზარნაძემ და გლდანის ამომრჩეველს მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

თეგები: კახა კალაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved