• რეკლამა
  • კონტაქტი
20:03, სამშაბათი, 10 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კახა კალაძე: დაკავებულს პატიმრობა შეეფერდება თუ არა, ამას მე და თქვენ კი არა, მოსამართლე წყვეტს. კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას

ალია ავტორი - ალია
13:48 09-11-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
158

„არაა საჭირო ეს მივარდნები. პროტესტი თუ აქვთ, ამას არავინ უშლის და გააპროტესტონ, კანონის ფარგლებში“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან საარჩევნო შტაბის შენობაზე განთავსებული ბანერის დაზიანების ფაქტზე დაკავებულზე საუბრისას აღნიშნა.

კახა კალაძის თქმით, პროტესტის უფლება აქვს ყველას, თუმცა, მსგავსი ქმედებები სცდება კანონის ფარგლებს.

“თქვენ რა იცით ხუთ წელს მიუსჯიან თუ რამდენს? მოსამართლე ხართ? არსებობს კანონები, რომელიც აუცილებლად უნდა აღსრულდეს. პატიმრობა შეეფერდება თუ არა, ამას მე და თქვენ კი არა, მოსამართლე წყვეტს. კეთილი ინებეთ და დაელოდეთ სასამართლოს გადაწყვეტილებას. ფაქტი არის ძალიან ცუდი. არცერთ რადიკალს არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ მსგავსი ქმედებები ჰქონდეს. მე რომ მოვიდე თქვენს სახლში და დაგიზიანოთ რაიმე, მოგეწონებათ?
მე დავინახე, რომ სხვა ადამიანებიც აზიანებდნენ ბანერებს, მაგრამ ამ ეტაპზე შესაბამისმა უწყებამ მხოლოდ ერთი ადამიანი დააკავა, რადგან სხვების იდენტიფიცირება ვერ მოხდა. კანონს ყველამ პატივი უნდა სცეს. არაა საჭირო ეს მივარდნები. პროტესტი თუ აქვთ, ამას არავინ უშლის და გააპროტესტონ, კანონის ფარგლებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რაც შეეხება ჟურნალისტის კითხვას, რომ აღნიშნულ შენობაზე საარჩევნო ბანერი კანონიერად არ იყო განთავსებული, დედაქალაქის მერის თქმით, ეს ფაქტი სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან ბანერის გაკვრაზე მეპატრონის ნებართვა არსებობს.

„ტყუილია, რომ თითქოს ჩვენი ბანერი კანონიერად არაა განთავსებული. თქვენ ირაკლი აბესაძეს თუ დაუჯერებთ, ეს კარგს არაფერს მოგიტანთ. მისი გონებრივი შესაძლებლობა და ინტელექტი არ გამოგადგებათ. 2012 წლიდან ვარ პოლიტიკაში და დიდი გამოცდილება მაქვს. თქვენ თუ გინდათ, აბესაძეს დაუჯერეთ. ისტორიულ ზონაში არსებულ შენობაზე ბანერის განთავსებას მუნიციპალიტეტის ნებართვა არ სჭირდება. სჭირდება მხოლოდ მფლობელის ნებართვა, რაც გვაქვს, რადგან აღნიშნული ფართი საარჩევნო შტაბისთვის ვიქირავეთ. შესაბამისად, ბანერის გაკვრაც შეგვიძლია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი
ახალი ამბები

რა უნდა იცოდე ბარიატრიულ ქირურგიაზე ოპერაციამდე? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვები და ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი

18:56 02-10-2026
ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”
ახალი ამბები

ᲗᲘᲑᲘᲡᲘ ᲬᲐᲠᲛᲝᲒᲘᲓᲒᲔᲜᲗ 25-Ე, ᲡᲐᲘᲣᲑᲘᲚᲔᲝ – „ᲥᲝᲚᲒᲐ ᲗᲑᲘᲚᲘᲡᲘ ᲤᲝᲢᲝᲡ”

15:20 02-10-2026
სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად
ახალი ამბები

სელფი მეცნიერ ქალთა მხარდასაჭერად

12:54 02-10-2026
თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უძრავი ქონების საერთაშორისო ფორუმზე კვლევა წარადგინა

11:32 02-10-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved