• რეკლამა
  • კონტაქტი
23:04, ხუთშაბათი, 10 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

კადრში ვინც ჩანს სხვა პიროვნებაა ათლეტური ტანის, რომელიც გურამ სვანიძისგან განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა – რას აცხადებს დაჭრილი პატიმრის ბიძა

ალია ავტორი - ალია
12:26 08-23-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
408

დაჭრილი პატიმრის გურამ სვანიძის ბიძის, ოთარ გიორგბერიძის განცხადებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ კადრებში, სადაც ჩანს როგორ აცლის ესკორტის ოფიცერს პირი იარაღს ე.წ. კაბურიდან და ისვრის, სინამდვილეში ეს ადამიანი გურამ სვანიძე არ არის.

როგორც „ინტეპრესნიუსს“ პატიმრის ბიძამ განუცხადა, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიმართ უნდობლობა არ აქვს და მსგავსი მოსაზრება მედიასთან არც დაუფიქსირებია, თუმცა ხაზს უსვამს მხოლოდ იმას, რომ პირი, ვინც უწყების მიერ გავრცელებულ კადრში ჩანს, გურამ სვანიძე არ არის.

„მე ვერ გეტყვით ვინ ჩანს კადრებში, ეს უწყებას ჰკითხეთ. მე გამოვთქვი ჩემი ვარაუდი და მოსაზრება, დანარჩენი კი უწყებას ჰკითხეთ. კადრში ვინც ჩანს, იმ პიროვნების აღნაგობა საერთოდ სხვა არის, ხოლო გურამ სვანიძის აღნაგობა სხვა. აქედან გამომდინარე ვამბობ, რომ პირი, ვინც კადრში ჩანს გურამი არ არის. კიდევ ერთხელ ვაფიქსირებ, მე არ მითქვამს, რომ კოკა კაციტაძის უწყებას უნდობლობას ვუცხადებ. მე უბრალოდ, პიროვნებაზე გავამახვილე ყურადღება. კადრში ვინც ჩანს სხვა პიროვნებაა ათლეტური ტანის, რომელიც გურამ სვანიძისგან განსხვავდება, როგორც ცა და დედამიწა“, – განაცხადა ოთარ გიორგბერიძემ.

მის განმარტებით, პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, რაც შეეხება სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანას, ამასთან დაკავშირებით ბიძა ამბობს, რომ ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

„გადაყვანა მარტივი არ არის, ტრანსპორტირება საკმადო რთულია და ამ მდგომარეობაში შეიძლება თუ არა გადაყვანა, ვერ გეტყვით. საუბარი იყო საზღვარგარეთიდან ექიმის ჩამოყვანაზე, მაგრამ ახლა ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა ოთარ გიორგბერიძემ.

ცნობისთვის, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გაასაჯაროვა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მომხდარი ინციდენტის ამსახველი კადრები, რა დროსაც პატიმარმა ესკორტის ოფიცერს ე.წ. კაბურიდან იარაღი ამოაცალა და გაისროლა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია
ახალი ამბები

“ამას “ალიას” ჩავუგდებ”; “ივანიშვილის დაპირებებზე გაგახსენდათ ბო@ი?” – თენგიზ შარმანაშვილი და ბერდია კალანდია

14:37 07-09-2025
რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?
ახალი ამბები

რა ახალ სკანდალში ეხვევა მოსამართლე ციცინო მოსიძე და რომელი ორი საქმით “გაითქვა სახელი”? – დაიწყებს შსს გამოძიებას?

23:03 07-08-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025

ბიზნესი

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი
ახალი ამბები

სელფის კიდევ უფრო იაფი როუმინგი

16:09 07-10-2025
ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ახალი თიბისი ბარათით უკვე 500,000-ზე მეტი მომხმარებელი სარგებლობს

15:52 07-10-2025
თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტმა მომხმარებლებს ბათუმში, ჯაზფესტივალისთვის, განსაკუთრებული შეთავაზებები მოუმზადა

14:16 07-09-2025
გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?
ახალი ამბები

გაქვთ სალომბარდე სესხი? როგორ მიიღოთ დამატებითი თანხა იმავე ნივთზე?

17:25 07-08-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved