• რეკლამა
  • კონტაქტი
18:12, სამშაბათი, 3 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, კაბელების შეთითხნილი საქმე ხომ გახსოვთ?.. ციხიდან ეს ხალხი არ გამოუშვეს, სანამ ირაკლიმ არ გამოაცხადა, რომ პოლიტიკის სცენას ტოვებს” – ნათია ფანჯიკიძე

ალია ავტორი - ალია
21:49 02-12-2025
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
798

ირაკლი ალასანიას მეუღლე, ნათია ფანჯიკიძე სტრასბურგში ,,კაბელების საქმის” დასრულებას ეხმაურება:

,,ირაკლი ალასანიამ და უკანონოდ დაპატიმრებულმა ხუთმა ადამიანმა, გიზო ღლონტმა, ნუკრი კაიშაურმა, გიორგი ლობჟანიძემ, დავით წიფურიამ, არჩილ ალავიძემ
სტრასბურგის სასამართლოში საქმე მოიგეს.

კაბელების შეთითხნილი საქმე ხომ გახსოვთ?
ვისაც არა, ძალიან მოკლედ გაგახსენებთ – ირაკლი ალასანიამ თავდაცვის მინისტრობისას ნატოს მოახსნევინა ემბარგო საჰაერო თავდაცვის შეიარაღებაზე, მრავალჯერ შეათანხმა მთავრობის სხდომაზე ბიუჯეტიც, ყველა დეტალიც და ღარიბაშვილმა მოაწერა კიდეც ხელი.
ალასანია წავიდა საფრანგეთში საჰაერო თავდაცვის კონტრაქტზე ხელის მოსაწერად და ბოლო წუთს დაურეკეს, არ მოაწეროო. მაინც მოაწერა და იმ დღესვე ხელი სტაცეს ხუთ უდანაშაულო ადამიანს, ბრალდებით, რომ მიწისქვეშა საკომუნიკაციო მაგისტრალი, რომელიც ასევე ამ თავდაცვის სქემაში ჰქონდა ირაკლის ჩართული, კორუფციული გარიგებააო.
ციხიდან ეს ხალხი არ გამოუშვეს, სანამ ირაკლიმ არ გამოაცხადა, რომ პოლიტიკის სცენას ტოვებს.
ვინც ირაკლის და ამ ხუთ ადამიანს იცნობს, ეჭვი არასდროს შეუტანია, რომ არასდროს თეთრს არ მოკიდებდნენ ხელს, არც სახელმწიფოსას და არც ვინმესას საერთოდ. ვინც მათ პირადად კარგად არ იცნობს, ბევრ ასეთ ადამიანსაც არ შეპარვია ეჭვი, რომ მართლები იყვნენ. მადლობა ამისთვის.
ხოდა დღეს მოვიდა სტრასბურგის დასკვნა, რომელიც ამ სიმართლეს ადასტურებს. უსამართლოდ დაპატიმრებულმა ადამიანებმა საქმე მოიგეს.
საქმე, რომელიც სქელი საქაღალდეების ტომები იყო, უწიგნურმა პროკურორებმა და მოსამართლეებმა ნახევარ საათში “წაიკითხეს” და განაჩენიც გამოიტანეს. ერთადერთი გმირი აღმოჩნდა მოსამართლე დავით ჯუღელი, რომელმაც გაამართლა უსამართლოდ ბრალდებულები და არ დაემორჩილა უკანონო მოთხოვნას, მაგრამ სხვა ინტსტანციებში ათრიეს საქმე და მაინც დააპატიმრეს ეს ხალხი, რომ შეეთხზათ ბუნდოვანება ირაკლის მიმართ და დაეზიანებინათ მისი რეპუტაცია.
სტრასბურგის სასამართლოს საქმის ყველა დეტალში გასარკვევად წლები დასჭირდა, მაგრამ სამართალი რომ დაგეწევა და შენს რეპუტაციას ვიღაცეების ბინძური ხელების ჭუჭყს დოკუმენტურად ჩამორეცხავს, ასი წლის მერეც სასიხარულოა.
ამ ადამიანებს, არათუ თეთრი უკანონოდ არ უანგარიშიათ, არამედ სტრასბურგის სასამართლოშიც უარი თქვეს სახელმწიფოსთვის კომპენსაციის დაკისრებაზე!!!
ეს გამარჯვება ღირსების საქმეა!“

თეგები: ირაკლი ალასანიანათია ფანჯიკიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!
ახალი ამბები

“აჩუქე დედას” – სილქნეტის 1+1 შეთავაზება 3 მარტს!

08:08 03-03-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა მორიგი ესკალაცია ახლო აღმოსავლეთში – რისი თქმა შეგვიძლია?

18:46 03-02-2026
თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისი – ბრენდი, რომელიც მომხმარებლების ცხოვრებას ამარტივებს

15:52 03-02-2026
თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად
ახალი ამბები

თიბისის კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი მომხმარებლების ცხოვრების გასამარტივებლად

12:30 03-02-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved