• რეკლამა
  • კონტაქტი
14:28, სამშაბათი, 13 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯვრის მონასტერში შოთას ფრესკა რომ დაგვიკაწრეს, მას შემდეგ, ასე არაფერი გამხარებია”

ალია ავტორი - ალია
19:27 11-05-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
334

„ჰე, ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა, შენ დამიფარე, ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა, მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდილმდე გასატანისა, ცოდვათა შესუბუქება, მუნ თანა წასატანისა“ – შოთა რუსთაველი.

პოეტი, მხატვარი, პროზაიკოსი, ხატთა შემამკობელი. ზვიად გამსახურდიას და გალაკტიონის პრემიის ლაურეატი თინათინ მღვდლიაშილი, ისრაელში, მსოფლიო პოეზიის მეფეთა მეფე შ. რუსთაველის ბიუსტის წმინდა მიწაზე დადგმას ეხმიანება და სოციალურ ქსელში სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს:

„გილოცავ, ჩემო საქართველო! ისრაელში, ქალაქ კირიათ ბიალიკში, შოთა რუსთაველის ბიუსტი დაიდგა! ჯვრის მონასტერში შოთას ფრესკა რომ დაგვიკაწრეს, მას შემდეგ, ასე არაფერი გამხარებია. დიდება რუსთაველს და მის სამშობლოს – საქართველოს!…

საქართველო – „ვეფხისტყაოსნის“ და შოთა რუსთაველის ქვეყანა!.. შემოგევლე შენ, პოეტთა მეფეთა მეფევ! ქართველთა სამეფოს მეჭურჭლეთუხუცესო!.. ჩვენო დიდებავ და სიამაყევ!.. შენი ფეხის მტვერი – თინათინ მღვდლიაშვილი.

გთხოვთ, პატივი ეცით შოთა რუსთაველს და ნუ აგზავნით უგემოვნო მოძრავ გიფებს. თუ თქვენი კლავიატურა არ მუშაობს, ან წერა არ იცით, მოიწონეთ და გაიარეთ… – წერს მღვდლიაშვილი

ისრაელში, ქალაქ კირიათ ბიალიკში, შოთა რუსთაველის ახალ ბიუსტზე მითითებულია წარწერა:

„შ რუსთაველი (1160-1220). დიდი ქართველი პოეტი და მოაზროვნე, ავტორი საქვეყნოდ ცნობილი პოემისა „ვეფხისტყაოსანი“, რომელიც მსოფლიოს მრავალ ლიტერატურათმცოდნეთა მიერ მიიჩნევა შუასაუკუნეების მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ექსპონატად.

ძეგლი შემოწირულია ქ. ქუთაისის საპატიო მოქალაქის და ქველმოქმედის ექიმ მერაბ კვიცარიძის მიერ, ნიშნად დაძმობილებული ქალაქების კირიათ ბიალიკისა და ზესტაფონის ურთიერთშორის მჭიდრო კავშირის განმტკიცებისა“ –

შეგახსენებთ, რომ 2008 წელს შოთა რუსთაველის ძეგლი, ქ. რომში პარკ „Villa Borgese“ ( ნიკა რურუას დამსახურებით) დაიდგა, წარწერით:

„შოთა რუსთაველი დიდი ქართველი პოეტი, XII საუკუნე“:

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი
ახალი ამბები

შეძლებ საახალწლო მიზნების შესრულებას? – „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი – თიბისი

14:33 01-09-2026
რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი
ახალი ამბები

რა უნდა ვიცოდეთ მანამ, სანამ მინივენს ვიქირავებთ? – 8 წესი

13:44 01-09-2026
ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდში 6 იანვრიდან ოქროსა და ვერცხლის შეფასება გაიზარდა!

16:44 01-08-2026
გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?
ახალი ამბები

გრინჩი, სელფი და მანქანის გაქირავება – რა კავშირია მათ შორის მითების თანახმად?

15:22 01-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved