პოლიტიკოსი, ბადრი გრიგალაშვილი:
ჯუმბერ პატიაშვილს თავადაც აქვს ნათქვამი და ეროვნული მოძრაობის ლიდერებიც იხსენებენ, რომ დიდხანს ეგონა 9 აპრილის აქციაზე გამოსული ხალხი შევარდნაძის მართული იყო და პერსონალურად ჯუმბერ პატიაშვილის შესახებ იყო ეს აქციები, მისთვის ძირის გამოსათხრელადო. არც კი უშვებდა, რომ ეს ხალხი მართლა თავისუფლებისთვის იბრძოდაო.
იგივეს ფიქრობს ივანიშვილიც. ოღონდ ამას შევარდნაძის მაგივრად დიპსტეიტი და მასონები ებრძვიან. არც ეს უშვებს, რომ ამ ქვეყანაში არსებობენ გულანთებული ადამიანები, რომლებიც თავისუფლების გამო ყველაფერზე არიან წამსვლელები.
ქართველი ხალხის თავისუფლებისკენ ლტოლვას ბევრი მმართველი გაუოცებია და დარწმუნებული ვარ, შესაბამის დროს, არც ივანიშვილი იქნება გამონაკლისი.
















კომენტარები