მოდის ცოცხალმა ლეგენდამ ჯორჯო არმანიმ, Emporio Armani-ის და Giorgio Armani-ის შემოდგომა-ზამთრის 2022/2023 წ.წ. მამაკაცის სამოსის მოდის ჩვენებები გააუქმა. გაუქმდა ასევე გაზაფხული-ზაფხულის GIorgio Armani prive’ ჩვენება, რომელიც იანვარში უნდა გამართულიყო პარიზის მაღალი მოდისა და მილანის მოდის კვირეულზე.
ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ დიზაინერს ძალიან გაუჭირდა ამ გადაწყვეტილების მიღება, მაგრამ შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, სხვანაირად ვერ მოიქცეოდა. დიზაინერის თქმით ჩვენება უმნიშვნელოვანესი და ფუნდამენტურია მისთვის, მაგრამ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, დროებით თავის შეკავება სჯობს.
კომენტარები