25 აგვისტოს ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი გლდანის რაიონში, მუხიანი 2-ის დასახლებაში, სატუმბო სადგურზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.
კომპანიის ტექნიკური ჯგუფები სამუშაოებს დღის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.
აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც ხვალ, 25 აგვისტოს დილის 10:00 საათიდან საღამოს 21:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:
მუხიანის აგარაკებში: ვარდისუბნის, განთიადის, სამთავროს, თერგის, ხრესილის, სნოს, ოშკის, ნეკრესის, დაისის, რაჭის, ვანის, ხვანჭკარა, გრემის, იაკობის, მუხის, იასამნის, ნაკადულის, მახარობლის, გაზაფხულის, შემოდგომის, დიდგორის, არწივის, ალავერდის, საირმის, შუამთის, ერთობის, შორაპნისა და მიმდებარე ქუჩებს.
ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის. სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე, კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით – www.gwp.ge.
კომენტარები