• რეკლამა
  • კონტაქტი
00:25, სამშაბათი, 2 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ჯორჯიან მანგანეზმა” დადებული პირობა დაგვირღვია” – მაღაროს თანამშრომლები ისევ გაიფიცნენ

ალია ავტორი - ალია
14:15 12-01-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
186

ჭიათურაში დარკვეთის მაღაროს თანამშრომლები გაიფიცნენ. მაღაროელების მოთხოვნა 12-საათიან სამუშაო გრაფიკზე, ე.წ. ვახტურ რეჟიმზე გადასვლაა, რაც გულისხმობს თვეში 15 დღით მუშაობასა და  მომდევნო 15 დღით დასვენებას და ანაზღაურების გაზრდას. თუმცა, მათი თქმით, “ჯორჯიან მანგანეზი” მაღაროელების მოთხოვნას, ხელფასის ზრდასთან დაკავშირებით არ აკმაყოფილებს.

გაფიცვის პერიოდში დარკვეთის მაღაროს ჰქონდა მოთხოვნა გადასულიყვნენ 12-საათიან “ვახტურ რეჟიმზე.” 5 თვის გასვლის შემდეგ არ შეცვლიათ სამუშაო პირობები. პირიქით, გაუუარესდათ. კომპანიას ჰქონდა პირობა დადებული, რომ დარკვეთის მაღაროს გაუუმჯობესებდნენ სამუშაო გარემოს, თუმცა 5 თვის შემდეგაც ვხედავთ, რომ იგივე პრობლემებია.

გვქონდა შეხვედრა სამშაბათ დღეს დარკვეთის თანამშრომლებთან საინიციატივო ჯგუფს. ასევე, იქ ამობრძანდა ბატონი ბარაბახი და იქ საერთო შეთანხმებით მივედით იმ დასკვნამდე, რომ დარკვეთის მაღარო გადავიდოდა 12-საათიან სამუშაო რეჟიმზე. ამავდროულად, მან დადო პირობა, რომ არცერთი თანამშრომელი, დაწყებული დამლაგებლიდან, დამთავრებული გვირაბგამყვანის ჩათვლით, არ დატოვებდა სამსახურს. ყველა კადრი იქნებოდა შენარჩუნებული. მივაღწიეთ შეთანხმებას ყველა საკითხთან დაკავშირებით, გარდა ერთისა, რომ ვერ მოუმატებდნენ ხელფასს…ვერ შევთანხმდით ამ საკითხზე…

დღეს მოვიდა ესეთი ინფორმაცია, რომ თუ გვინდა, ვიმუშაოთ 12-საათიანი გრაფიკით, ოღონდ ვერ გაგვიზრდის სატარიფოს, სახელფასო ანაზღაურებას, რაც დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი…ამიტომ, დარკვეთის მაღაროს თანამშრომლებმა მიიღეს გადაწყვეტილება რომ გაიფიცონ, გაჩერდნენ,” – ამბობს ერთ-ერთი მაღაროელი ვიდეომიმართვაში.

წყარო ტვ პირველი

თეგები: მაღაროელებიჯორჯიან მანგანეზი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025

ბიზნესი

თიბისი ლიზინგი გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი გახდა
ახალი ამბები

თიბისი ლიზინგი გაერთიანებული ერების გლობალური შეთანხმების წევრი გახდა

19:07 12-01-2025
თეატრ „სახელოსნო 42“-ის ზამთრის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი
ახალი ამბები

თეატრ „სახელოსნო 42“-ის ზამთრის სეზონის წარმდგენია თიბისი კონცეპტი

17:32 12-01-2025
მოიწვიე მეგობრები თიბისის მობილბანკში და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე მობილბანკი
ახალი ამბები

მოიწვიე მეგობრები თიბისის მობილბანკში და მიიღე საჩუქარი ყოველ ჯერზე მობილბანკი

16:15 12-01-2025
1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა
ახალი ამბები

1 დეკემბრიდან საქართველოს გზებზე ზამთრის საბურავების გამოყენება სავალდებულოა

15:02 12-01-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved